მთავარი კულინარია დიასახლისმა ნივრის 1 კბილი ჩააგდო ადუღებულ რძეში. მან მთელი ოჯახი იხსნა.

დიასახლისმა ნივრის 1 კბილი ჩააგდო ადუღებულ რძეში. მან მთელი ოჯახი იხსნა.

by Keti

ნივრიანი რძე უძველესი საშუალებაა მრავალი დაავადების წინააღმდეგ. ოდითგან ცნობილია, რომ ნიორი ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს. თუმცა უსიამოვნო გემო აქვს და ალბათ ამიტომ დაიწყეს მისი მიღება რძესთან ერთად. ასეთი სახით მომზადებულ ნარევში ის კარგავს სპეციფიურ გემოს.

ნივრიანი რძის სასარგებლო თვისებები

  1. აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს სისხლში.
  2. დიდი რაოდენობით გოგირდის შემცველობის გამო ღვიძლს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან.
  3. ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს ართრიტის დროს.
  4. აწყნარებს ნერვულ სისტემას და ებრძვის უძილობას.
  5. თუ ნივრიან რძეში ერთ მწიკვ კურკუმას ჩაამატებთ, მიიღებთ კარგ ამოსახველებელ საშუალებას.
  6. ნივრიანი რძე იმპოტენციისა და უშვილობის წინააღმდეგაც გამოიყენება.

როგორ მოვამზადოთ ნივრიანი რძე

ინგრედიენტები

  • 500 მლ რძე
  • 10 კბილი ნიორი
  • 2 ჩ კ შაქარი
  • 250 მლ წყალი

მომზადება

  1. ნიორი გაფცქვენი და დაჭერი.
  2. წყალი შეურიე რძეს და დადგი ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, ჩაუწიე და ჩაყარე ნიორი.
  3. ხარშე 10 წუთის მანძილზე, დაამატე შაქარიც.

ნივრიანი რძე მიიღე დღეში 2-ჯერ, ჭამისგან დამოუკიდებლად.

ნივრისა და რძის ნატურალურობის მიუხედავად აღნიშნული სასმელი უკუნაჩვენებია დიაბეტის, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და დაბალი წნევის დროს.

ძვირადღიირებული პრეპარატების ნაცვლად გამოიყენეთ ნივრიანი რძე რიგ დაავადებებთან გამკლავების მიზნით. ამისათვის შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც!