მთავარი ჯანმრთელობა მას შემდეგ რაც ნატურალური ყავის შესახებ წავიკითხე ეს 7 ფაქტი, დილით მისი დალევა რიტუალად მექცა.

მას შემდეგ რაც ნატურალური ყავის შესახებ წავიკითხე ეს 7 ფაქტი, დილით მისი დალევა რიტუალად მექცა.

by Keti

ერთი ჭიქა ცხელი ყავა დილის პერიოდში – ეს ხომ მთელი რიტუალია. ექიმები ყავის მოყვარულებს მუდმივად აფრთხილებენ ორგანიზმზე მისი უარყოფითი გავლენის შესახებ. მაგრამ მავნეა თუ არა ყავა რეალურად? მოდით, გავარჩიოთ.

აღმოჩნდა, რომ სახელგანთქმული კომპოზიტორი ბეთჰოვენი – თავგადაკლული ყავის მოყვარული იყო. ის ყოველდღიურად ყავის 60 მარცვლისგან დამზადებულ სასმელს სვამდა. ვოლტერს კი შეეძლო მთელი 50 ჭიქა ყავის დალევა დღეში და იცოცხლა 83 წელი.

7 დამტკიცებული ფაქტი ყავის შესახებ

1. ზრდის ტვინის აქტივობას. 

ყავის წყალობით ადამიანი უფრო ყურადღებიანი და კონცენტრირებული ხდება. აღმოჩნდა, რომ შაქრიანი ყავა ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელსაც შეუძლია ამოცანების შესრულება.

2. ზრდის წნევას

თუ გაწუხებთ დაქვეითებული არტერიული წნევა, ერთი ჭიქა ყავა – შესანიშნავი წამალია. თუმცა თუ ჰიპოტონიით დაავადებულს ყავის შემდეგ ეწყება ტაქიკარდია, უმჯობესია, თავი შეიკავოს მისი დალევისგან. ჰიპერტონიით დაავადებულებს კი შეუძლიათ მშვიდად მიირთვან ყავა, ვინაიდან სისტემატური მოხმარების შედეგად ის წნევის მატებაზე აღარ მოქმედებს.

3. განამტკიცებს იმუნურ სისტემას

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რამდენიც მეტ ნატურალურ ყავას მიირთმევთ დღეში, მით მეტად გაგიხანგრძლივდებათ სიცოცხლე. ყველაზე გონივრული რაოდენობა არის დღეში სამი ჭიქა ყავა. ეს სასმელი განამტკიცებს იმუნიტეტს, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

4. შველის თავის ტკივილს

თუ თქვენ გაწუხებთ შაკიკი, სვით ყავა. რა თქმა უნდა ის ვერ ჩაანაცვლებს გამაყუჩებელ პრეპარატებს, თუმცა კოფეინს სპეციალურად უმატებენ ასეთ მედიკამენტებში, რადგან ის ზრდის წამლის ეფექტურობას 40%-ით.

5. ებრძვის სტრესსა და დეპრესიას

ყავის დალევის შემდეგ ორგანიზმში გამომუშავდება დოფამინი და სეროტონინი, რომლებიც ამაღლებს გუნება-განწყობას. კოფეინი, რომელსაც მხოლოდ ყავა შეიცავს, დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ეს კი დაგიცავთ დეპრესიისგან.

6. აუმჯობესებს მეხსიერებას

საუბარია ხანმოკლე მეხსიერებაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან ინფორმაცია ხომ მოკლე მეხსიერებაში ინახება, შემდეგ კი ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის.

7. გვეხმარება წონის კლებაში

კოფეინი ზრდის ჰორმონ ლეპტინის დონეს ორგანიზმში. ეს კი იწვევს წონის კლებას. დამტკიცებულია, რომ ყავის მოყვარულები უფრო გვიან სუქდებიან, ვიდრე ისინი, ვინც ამ სასმელს მოიხმარს. ვარჯიში კი მათთვის უფრო ეფექტური ხდება.

თუ გიყვართ ყავა, არ თქვათ უარი ამ სიამოვნებაზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სასარგებლოა მხოლოდ მთლიანი მარცვლების სასმელი. ხსნად ყავაში მცირე რაოდენობის კოფეინი და უფრო მეტი ქიმიური დანამატია. გარდა ამისა, ნებისმიერ ყავას უნდა მიაყოლოთ წყალი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: