მთავარი ჯანმრთელობა სახის 3 ეფექტური ვარჯიში, რომელიც პლასტიკურ ქირურგებს ულუკმაპუროდ ტოვებენ

სახის 3 ეფექტური ვარჯიში, რომელიც პლასტიკურ ქირურგებს ულუკმაპუროდ ტოვებენ

by Keti

დაბერების პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ასაკობრივი ცვლილებები აისახება სახეზეც. ეს კი ქალებისთვის, და არამხოლოდ მათთვის, დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა არსებობს ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებს ამ მიდამოს კუნთებს, იწვევს კონტურის აწევას და შედეგად ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

სახის დაჭიმვა ოპერაციის გარეშე

ვარჯიში ,,მუზარადი”

ვარჯიში მარტივი შესასრულებელია, მთავარია სწორი საწყისი პოზის მიღება. პირველად უმჯობესია ვარჯიში სარკის წინ ჩაატაროთ, რათა აკონტროლოთ სწორი მოქმედებები. ზურგი უნდა იყოს გამართული, მუცელი – შეწეული. ენის წვერიეყრდნობა სასას ზედა კბილების უკან. ყბები და ტუჩები მოდუნებული უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია, რომ შეიგრძნოთ, თუ როგორ იჭიმება შუბლისა და კეფის კუნთები ზემოთ. ამას მიჰყვება კისრის კუნთებიც. შეგრძნება ისეთი უნდა იყოს, თითქოს თავზე მჭიდრო ქუდი გახურავთ, რომელიც აწვება თავს და კანს ჭიმავს ზემოთ.

ვარჯიშის დასრულებისას უნდა შეიგრძნოთ კუნთების დაჭიმვა თავის ქალას უმაღლესი წერტილისკენ. ამ მდგომარეობაში უნდა იყოთ 10-20 წამი, გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე. უნდა დაიწყოთ ჯერ 3 გამეორებით და შემდეგ ახვიდეთ 10მდე. კუნთები ბოლომდე არ უნდა მოადუნოთ.

თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეთ ამ ყველაფრის შესრულება, თუმცა შემდეგ გამარტივდება. მთავარია შეასრულოთ სისტემატურად.

ამ ვარჯიშის დაწყება გაცილებით ეფექტურია 45 წლამდე.

გთავაზობთ მორიგ ვარჯიშს. ის მიმართულია ენისქვეშა და ყბის კუნთების გაძლიერებისკენ

ორივე მუშტი მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ, ენა მიაბჯინეთ ქვედა კბილებს. მუშტებით მიაწექით ზემოთ, ხოლო ენით – ქვემოთ. ეს დაძაბულობა ნახევარი წუთის განმავლობაში შეინარჩუნეთ. შემდეგ მოდუნდით 5 წამით და გაიმეორეთ იგივე 10ჯერ.

ვარჯიშების კომპლექტი სახელად ,,ბოდიფლექსი” ხელს უწყობს წონაში კლებას და კანისა და კუნთების დაჭიმვას. ვარჯიში ეყრდნობა სწორ სუნთქვას.

აღნიშნული კომპლექტის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩართულია ყელისა და სახის ვარჯიშებიც.

ვარჯიში ,,ლომი”

ეს ვარჯიში უნდა ჩაატაროთ ცარიელ კუჭზე მეტი ეფექტის მისაღებად. საკვანძო მომენტი კი – სწორი სუნთქვაა. თავდაპირველად ამოისუნთქეთ, შემდეგ ჩაისუნთქეთ. შემდეგ ძლიერად ამოისუნთქეთ, თითქოს მთელ ჰაერს დევნით. სუნთქვა შეაჩერეთ და მუცელი შეკუმშეთ. სუნთქვის შეკავებისას დათვალეთ 8-10მდე. ეს ვარჯიში უნდა შეასრულოთ დღეში ორჯერ – დილით უზმოზე და ვახშმის წინ.

შესრულების ტექნიკა

  • საწყისი პოზიცია არის მუხლებით ჯდომა ან დგომა. გამართეთ ზურგი, ფეხები დადგით 30 სმ-ის დაშორებით. ფეხის გულები ეყრდნობა ბარძაყის წინა ნაწილებს, ოდნავ მუხლის ზემოთ. მსუბუქად ჩაჯექით, თითქოს სკამზე დაჯდომას აპირებთ. იყურეთ წინ. დაფიქსირდით ამ პოზაში.
  • დაიწყეთ სწორი სუნთქვა. გამოზნიქეთ მუცელი და მიიღეთ ვარჯიშის მთავარი პოზიცია. ტუჩები მოათავსეთ წრიულად, თითქოს გაკვირვებას გამოხატავთ. თვალები გაახილეთ ფართოდ და ასწიეთ ზემოთ. ენა გამოყავით რაც შეიძლება გრძლად და ეცადეთ შეეხოთ ნიკაპს. ტუჩები მომრგვალებული რჩება.
  • ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა 8-10 თვლამდე. შემდეგ სახე მოადუნეთ და ვარჯიში 5ჯერ გაიმეორეთ. ვარჯიშისას უნდა იგრძნოთ თვალიდან ნიკაპამდე კუნთების დაჭიმულობა.

ვარჯიში შეასრულეთ ყოველდღე და იგრძნობთ, როგორ იზრდება კანის ელასტიურობა. არასასურველი ცხიმი გაქრება, ხოლო ნაოჭები მკვეთრად შემცირდება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: