ტანინებს, რომელიც გროვდება გირჩებში ზაფხულის ბოლო პერიოდში, გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს სისხლძარღვებისთვის. მათგან მომზადებული ნაყენი აქვეითებს წნევას და ხელს უწყობს გულის მუშაობის გაუმჯობესებას. ფიჭვის მწიფე გირჩები მდიდარია ბიოფლავონიდებით, ლიპიდებით, ვიტამინებით, ოლეინის მჟავით.
გირჩის ნაყენი, რომელსაც მონაცვლეობით მიიღებთ ნივრის ნაყენთან ერთად, დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში. საუკეთესო საშუალებაა ასევე სუსტი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის.
ზაფხულის ბოლოს შეაგროვეთ ფიჭვის გირჩები, თითქმის გაავსეთ ლიტრიანი ქილა გირჩით, დაასხით ზემოდან არაყი და შედგით ბნელ ადგილას ორი კვირით. ნაყენი მიიღებს მუქ ქარვისფერს, შემდეგ ნაყენი გადაასხით სხვა ჭურჭელში და დაამატეთ ერთი ს. კ. ვაშლის ძმარი.
ეს ნაყენი სასურველია მიიღოთ ღამით. ცხელ ჩაიში ჩაასხით თითო ჩ. კ. კოვზი ნაყენი და ნატურალური თაფლი. სხეულში იგრძნობთ სიმხურვალეს, თანდათან დამშვიდდებით და დაიძინებთ ძალიან ღრმად. თუ საჭესთან არ აპირებთ დაჯდომას, იგივე სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ საუზმის დაწყებამდეც.
წნევის მაჩვენებელი, როგორც წესი, მატულობს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამიტომ საჭიროა ნაყენის აღნიშნული კურსი წლის ამ პერიოდში ჩაიტაროთ. ნაყენი მიიღეთ იქამდე, სანამ არ გათავდება. კურსი შესაძლოა გაგრძელდეს ნახევარი წელიც, ამიტომ ნაყენი უნდა გააკეთოთ საკმარისი რაოდენობით და გათვალოთ საჭირო რაოდენობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!