მთავარი სილამაზე სახლის პირობებში მოსამზადებელი გელი ხელების მოვლისთვის. იმისათვის, რომ სულ ტენიანი კანი გქონდეთ.

სახლის პირობებში მოსამზადებელი გელი ხელების მოვლისთვის. იმისათვის, რომ სულ ტენიანი კანი გქონდეთ.

by Keti

იძულებითი მსოფლიო კარანტინის პირობებში ადამიანები განიცდიან არამხოლოდ მორალურ, არამედ ფიზიკურ სტრესსაც. იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები არ მოიმატოთ, გულმოდგინედ უნდა დაიცვათ კვების რეჟიმი. ხოლო ხელის კანის გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით (რასაც იწვევს ხშირი დაბანა და ანტისეპტიკების გამოყენება), აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ მისი მოვლის პროცედურებს.

ამ მიზნით ჩვენ მოგიმზადეთ ალოესგან ხელის გელის მოსამზადებელი მარტვი ინსტრუქტაჟი. ამ საშუალებას აქვს არამხოლოდ დამატენიანებელი ეფექტი, არამედ მატონიზირებელი და კანის გამაახალგაზრდავებელი თვისებები.

როგორ მოვამზადოთ ხელის გელი

ამისთვის დაგჭირდებათ შემდეგი კომპონენტები:

  • 8-10 ცალი საშუალო ალოეს ფოთოლი
  • ერთი ჩ. კ. აგარ-აგარი
  • 3 ჩ. კ. წყალი
  • 3 კაფსულა ან 3 ჩ. კ. ვიტამინი E
  • სუფთა ქილა

მომზადება

1. ალოეს მოაჭერი რამდენიმე ქვედა ფოთოლი (გირჩევთ მცენარე არ მორწყათ გამოყენებამდე რამდენიმე დღით ადრე). გარეცხე, მოაცალე ეკლები და მშრალი ბოლოები.

2. ფოთლები გაჭერი სიგრძეზე და ჟელესმაგვარი მასა ამოაჭერი. ათქვიფე ჟელე ბლენდერში და გადაწურე ბინტის საშუალებით.

3. წყლის აბაზანაზე გაადნე აგარ-აგარი წყალთან ერთად. დატოვე ნარევი აგარ-აგარის გაფუებამდე.

4. ალოეს ჩაამატე E ვიტამინის კაფსულები და კარგად აურიე. კვლავ მიიყვანე აგარ-აგარი თხევად მდგომარეობამდე წყლის აბაზანაზე. გააციე და ჩაამატე ალოეს გელში.

5. კარგად აურიე მიღებული მასა და გადაიტანე ქილაში.

როგორც ხედავთ, ალოესგან მომზადებული ხელის გელი საკმაოდ სწრაფად მზადდება. აგარ-აგარის, როგორც ბუნებრივი კონსერვანტის, დამატების წყალობით ეს საშუალება გამოდის არამხოლოდ სქელი, არამედ მისი შენახვის პერიოდი გრძელდება 3 კვირა.

თუ მოგეწონათ ეს საჭირო და სასარგებლო რეცეპტი, გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც სოციალური ქსელების საშუალებით!