მთავარი ჯანმრთელობა აი, რატომ უნდა გქონდეთ ლიმონის ეთერზეთი სახლში აუცილებლად

აი, რატომ უნდა გქონდეთ ლიმონის ეთერზეთი სახლში აუცილებლად

by Keti

ცნობილია, რომ უზმოზე ერთი ჭიქა ლიმონიანი თბილი წყლის დალევა ძალიან სასარგებლოა. ეს პროცედურა გაგათავისუფლებთ გულძმარვისგან, დააბალოანსებს თქვენი ph-ის დონეს, გააუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

თუმცა ამ სასმელს აქვს ერთი ხარვეზი: მას შეუძლია კბილის მინანქრის გაფუჭება, ემალის მთლიანობის დარღვევა კი იწვევს კბილების დაავადებების განვითარებას. მაგრამ ამ სასარგებლო სასმელის მისაღებად მაინც არსებობს გარკვეული ხრიკები, მაგალითად, ლიმონიანი წყალი შეგიძლიათ დალიოთ საწრუპით ან დალევის შემდეგ გამოივლოთ პირის ღრუ.

რაც შეეხება ლიმონის ეთერზეთს, მას იღებენ ლიმონის ქერქისგან და არა წვენისგან. ეს ეთერზეთი არ არის მჟავე, მისი ph ნეიტრალურია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთი ლიტრი ლიმონის ეთერზეთის მისაღებად აუცილებელია 3 ათასი ლიმონის ქერქი.

თქვენ მხოლოდ ის უნდა გააკეთოთ, რომ ლიმონის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი ჩააწვეთოთ წყლით სავსე ჭიქაში და ეს სასმელი რეგულარულად მიიღოთ.

ეს ჩვევა დაგეხმარებათ აკნეს, გულძმარვის, რესპირატორული პრობლემების და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გახსოვდეთ, რომ ეთერზეთის ყიდვას გადაწყვეტთ, წინასწარ უნდა გაარკვიოთ, შეიძლება თუ არა მისი შინაგანად მიღება, ვინაიდან ზოგი კომპანია ეთერზეთებს მხოლოდ კოსმეტიკური მიზნით აწარმოებს.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: