მთავარი სილამაზე ქალური ,,ულვაშების” მოშორების საუკეთესო საშუალება! საკმარისია სულ ცოტა რამ…

ქალური ,,ულვაშების” მოშორების საუკეთესო საშუალება! საკმარისია სულ ცოტა რამ…

by Keti

ეს პრობლემა უფრო მეტად შავგვრემან და შავთმიან ქალებს აწუხებთ. აზიის ქვეყნებში ამ საკითხის საწინააღმდეგოდ დიდი ხანია იპოვეს ,,ულვაშებთან” ბრძოლის მეთოდები.

იმდენად, რამდენადაც პრობლემა საკმაოდ ხშირია, მის გადასაჭრელად შემუშავებულია ყველაზე მარტივი მეთოდები, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს გთავაზობთ.

თუ ფიქრობთ, რომ ულვაშთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი ცვილია, თქვენ ცდებით: მისი გამოყენება არამხოლოდ უსიამოვნო, არამედ საკმაოდ სახიფათოცაა – რადგან ის იწვევს კანის გაღიზიანებას.

ჩვენ გთავაზობთ მოამზადოთ ნარევი, რომელიც კანის მკვებავადაც საუკეთესოა.

ინგრედიენტები

  • 2 ს. კ. თაფლი
  • ერთი ს. კ. შვრიის პასტა
  • 2 ს. კ. ლიმონის წვენი

მომზადება და გამოყენება

თავიდან მოამზადეთ შვრიის პასტა. ამისათვის ერთი ს. კ. შვრია შეურიეთ 7 წვეთ ლიმონის წვენს და ნახევარ ს. კ. თაფლს. პასტას შეურიეთ 2 ს. კ. თაფლი და 2 ს. კ. ლიმონის წვენი.

ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ეს ნარევი წაისვით შესაბამის უბანზე და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ მასა ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა დიდად არ განსხვავდება სახის სხვა ნებისმიერი ნიღბისგან, რომლებსაც დამატენიანებელი და მკვებავი ეფექტი აქვს.

ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ კვირაში 2ჯერ ან უკეთესია 3ჯერ. ერთი თვის გასვლის შემდეგ თქვენ იგრძნობთ შედეგს: არასასურველი თმისგან აღარაფერი დარჩება!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: