მთავარი საკითხავი ღვთისმშობლის კვართი

ღვთისმშობლის კვართი

by guramus

ღვთისმშობლის კვართის ისტორია


საეკლესიო ცნობების მიხედვით მიძინების წინ მარიამმა კვართი ებრაელ ქალწულს დაუტოვა და თხოვა, სიკვდილის შემდეგ სხვა ქალწულისთვის გადაეცა. ქალწულმა გაითვალისწინა მისი დანაბარები და სიწმინდე ამ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მე-5 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ ლეონ დიდის ძმები, კანდიდი და გალვიოსი (საეკლესიო მოღვაწეები) სალოცავად, ნაზარეთში გაემგზავრნენ. მათ ერთ-ერთი ქალიშვილის სახლში უამრავი ავადმყოფი ნახეს, რომლებიც სიწმინდის ძალით იკურნებოდნენ. ქალწულმა მათ უამბო ზემოთ მოთხრობილი. უკან დაბრუნებულმა ძმებმა, კვართის მოტაცება განიზრახეს, ჩუმად ააშენს ისეთივე მსგავსი კიდობანი, რომელშიც კვართი ნახებოდა. ძმებმა საგანგებოდ გაიარეს ებრაელი ქალიშვილის სახლში, ჩუმად წაიღეს ნამდვილი კიდობანი და კვართი..ის 474 წელს ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში დაასვენეს, სადაც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა.
საქართველოში კვართი, სამეგრელოს ტერიტორიაზე ვის მიერ იყო შემოსვენებული გაურკვეველია, სავარაუდოდ ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ დადასტურებული ცნობები არ არსებობს. ცნობილია ის რომ მე-17 საუკუნეში ხობის მიძინების ტაძრის კუთვნილება გახდა.
კვართი ამჟამად ზუგდიდის მუზეუმში ინახება. ყოველი წლის 15 ივლისს მას ასვენებს და ამ დღესასწაულს ვლაქერნობას უწოდებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: