მთავარი ჯანმრთელობა რატომ სლოუფუდი? – აი, როგორ უნდა იკვებოთ კარანტინში

რატომ სლოუფუდი? – აი, როგორ უნდა იკვებოთ კარანტინში

by Keti

კარანტინის პირობებში სასურველია კვების პირობების სრული შეცვლა. ე. წ. ,,სლოუფუდის” მოძრაობა ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 80იან წლებში – მილანში. ეს წარმოადგენდა მავნე ფასტ ფუდის საპირისპირო კამპანიას და მოიცვა მრავალი ქვეყანა.

რა არის სლოუფუდი?

სლოუდუდი – ეს არის საკვების აუჩქარებელი მიღების პრინციპი. ამ მიმდინარეობის არსი შემდეგია: ნელი კვება სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

რა იკრძალება

  1. სწრაფი ხემსი. პატარა ბუტერბროდითაც კი მოხერხებულ გარემოში დიდხანს უნდა დაკავდეთ მისი ღეჭვით.
  2. ცუდი გუნება-განწყობა. ჭამის დროს არ გაიხსენოთ ცუდი ამბები.
  3. არაორგანული პროდუქტები. სლოუფუდი გვთავაზობს მთლიანად ნატურალური პროდუქტების გამოყენებას.
  4. ეგზოტიკა. სლოუფუდში ასევე შედის იმ პროდუქტების გამოყენება, რომელიც ადამიანის ახლომდებარე რეგიონშია მოპოვებული.

კვების პრინციპები

კარანტინის დროს სლოუფუდის კვების პრინციპი სრულიად მისაღებია და, აი, რატომ:

  • საჭმლის მონელების ნორმალიზება. გულმოდგინე ღეჭვა აიოლებს საჭმლის მონელების პროცესს და ახდენს მუცლის შებერვის პრევენციას.
  • მაქსიმალური სარგებლის მიღება კვებისგან. სლოუფუდი მხოლოდ ორგანული პროდუქტების მიღებას გვთავაზობს. ამ დროს უარი უნდა თქვათ ხელოვნურ დამატკბობლებსა და არომატიზატორებზე.

გემრიელი საკვები. კვების გახანგრძლივებული პროცესის პერიოდში ტრაპეზის ასოციაცია ხდება რაღაც სასიამოვნოსთან.

ადეკვატური პორციები. სლოუფუდის პრინციპების მიხედვით, ზედმეტი ჭამა არ შეიძლება. ნელა ღეჭვის შედეგად სიმაძღრის შეგრძნება მალე დგება.

საკვებისმიერი სიამოვნება. კვების დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს სიამოვნების ჰორმონს, რომელიც ებრძვის სტრესს, შფოთვასა და უძილობას. გაჭიმეთ საკვების მიღების პროცესი, რათა დარჩეთ ბედნიერ ადამიანად.

კარანტინის დროს იმდენი კალორია უნდა მიიღოთ, რამდენის დახარჯვაც დღის მანძილზე შეგიძლიათ. შედეგად თავიდან აიცილებთ ზედმეტ წონას. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას და იყავით ფხიზლად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს საინტერესო სტატია თქვენს მეგობრებსაც!