მთავარი ჯანმრთელობა 3 სახის ხილი, რომელიც სისხლს წმენდს ქოლესტერინისგან ძვირიან წამლებზე უკეთ

3 სახის ხილი, რომელიც სისხლს წმენდს ქოლესტერინისგან ძვირიან წამლებზე უკეთ

by Keti

როგორც სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებები, ქოლესტერინიც ორმხრივია. ის კარგიც არის და ცუდიც: ერთდროულად შეუძლია სხეულის გაწმენდა ჭარბი ტოქსინებისგან და ასევე ცხიმოვანი მოლეკულების დალექვა სისხლძარღვებშიც. ეს უკანასკნელი იწვევს დიამეტრის შემცირებას და შემდგომ გართულებას ინსულტის სახით.

მსგავსი მოქმედება წამლების გარდა შეუძლია სხვადასხვა პროდუქტს. გარდა ამისა, კარგად მოფიქრებულ სამკურნალო დიეტას შეუძლია შეცვალოს ძვირადღირებული მკურნალობა.

3 სახის ხილი, რომელიც მდიდარია უჯრედისით და შეუძლია ცუდი ქოლესტერინის შემცირება

1. გარგარი

ამ ხილში დიდი რაოდენობით პექტინია, განსაკუთრებით მოუმწიფებელ და მაგარ ნაყოფში. პექტიკი ხელს უშლის წონის მატებას და გარდა ამისა ამარაგებს ორგანიზმს PP ვიტამინით და გამოაქვს სხეულიდან ტოქსინები.

კურაგა ანუ გარგარის ჩირი გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ახალი ხილი, რადგან გამოშრობის პროცესში სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მატულობს.

2. ციტრუსები

ისინი შეიცავს ჰესპერიდინს, რაც არტერიულ წნევას არეგულირებს. ციტრუსების შემადგენლობა ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებას და ამცირებს სისხლში ,,ცუდი” ქოლესტერინის რაოდენობას. ამ მხრივ ნებისმიერი ციტრუსი სასარგებლოა.

მნიშვნელოვანია! ციტრუსების წვენი შესაძლოა რეაქციაში შევიდეს სხვადასხვა პრეპარატთან, ეს კი მათ ეფექტურობას აქვეითებს.

3. ვაშლი

ეს ხილი შეიცავს სასარგებლო პექტინს, რომელიც არტერიულ წნევას არეგულირებს და ამდენად ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ყველაზე მეტი პექტინი ვაშლის ტკბილ-მჟავე ჯიშებშია, ისეთში, როგორიც არის ანტონოვკა.

მნიშვნელოვანია! არ გაფცქვნათ ვაშლი, რადგან სწორედ მასშია პექტინის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია.

გაუზიარეთ რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: