მთავარი ჯანმრთელობა 5 სასმელი, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვალს ანადგურებს. მე უკვე შევწყვიტე მათი დალევა.

5 სასმელი, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვალს ანადგურებს. მე უკვე შევწყვიტე მათი დალევა.

by Keti

ზოგიერთი პროდუქტი ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას, სხვები კი ვნებს მას, ამიტომ კვების პროდუქტების შერჩევა მოითხოვს სერიოზულ მიდგომას. ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვადასხვა სასმელის მიმართ. ზოგიერთი მათგანი ძალიან სასარგებლოა, ზოგი კი პირიქით, მავნე.

გთავაზობთ იმ სასმელების ჩამონათვალს, რომლებიც სერიოზულად ვნებს კუჭქვეშა ჯირკვალს.

კუჭქვეშა ჯირკვლის, ანუ პანკრეასის, მუშაობის დარღვევა საკმაოდ ნეგატიურად აისახება მთლიანი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მოფრთხილება.

1. ალკოჰოლური სასმელები

ალკოჰოლი ძალიან მავნე ზემოქმედებას ახდენს პანკრეასზე. სპირტი ძლიერად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილზე და იწვევს მის დანაწიბურებას. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს პანკრეატიტის განვითარებას. არც სუსტი ალკოჰოლური სასმელები ახდენს ნაკლებად მავნე მოქმედებას პანკრეასზე. დამტკიცებულია, რომ სუსტი ალკოჰოლური სასმელები ხშირად გაცილებით უფრო მავნე ზემოქმედებისაა ორგანიზმისთვის.

2. ტკბილი გაზიანი წყლები

ნახშირწყლების დიდი რაოდენობა, რომლებსაც შეიცავს ტკბილი გაზირებული სასმელები, ტვირთავს პანკრეასს. თავად გაზი კი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ქსოვილებს. ტკბილი გაზიანი სასმელების ხშირ გამოყენებას შეუძლია ისეთი დაავადებების გამოწვევა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, გასტრიტი და პანკრეატიტი.

3. ყავა

ყავა აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს. ამ დროს ხდება მომნელებელი ფერმენტების გამომუშავება. თუ ამ დროს ორგანიზმში საკვები არ ხვდებას, ეს ფერმენტები სერიოზულ ზიანს აყენებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ამიტომ უზმოზე ყავის მიღება საკმაოდ მავნეა.

4. ციტრუსის წვენი

ციტრუსებში შემავალი მჟავები უარყოფითად მოქმედებს პანკრეასზე. დიდი რაოდენობით ციტრუსის წვენის მიღებისას კუჭქვეშა ჯირკვალი საკმაოდ ზიანდება.

5. მაგარი ჩაი

მაგარი ჩაი, ისევე როგორც ყავა, მშიერ კუჭზე მავნებელია კუჭ-ნაწლავის ყველა ორგანოსთვის და მათ შორის პანკრეასისთვის. ამიტომ უმჯობესია, რომ ყავა და მაგარი ჩაი ჭამის შემდეგ დავლიოთ.

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: