მთავარი ჯანმრთელობა ჰიგიენასთან დაკავშირებული 6 შეცდომა, რომელიც დროა სასწრაფოდ შევწყვიტოთ

ჰიგიენასთან დაკავშირებული 6 შეცდომა, რომელიც დროა სასწრაფოდ შევწყვიტოთ

by Keti

იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ჩვენ არამხოლოდ ჰიგიენის წესებს უნდა მივყვეთ, არამედ მათი სწორად გაკეთებაც უნდა ვიცოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი იგივე არ იქნება. ბევრი ადამიანისთვის ალბათ მოულოდნელიც აღმოჩნდება, რომ თურმე ბევრ რამეს არასწორად აკეთებდნენ.

გთავაზობთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ აუცილებელ რეკომენდაციებს.

1. მეტისმეტად ხშირად ვიღებთ შხაპს ან აბაზანას

ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხშირი დაბანა ისეთივე ცუდია, როგორც საერთოდ უარის თქმა ბანაობაზე. კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტების გუნდმა განაცხადა, რომ შხაპის მეტისმეტად ხშირად მიღება კანს აშრობს და აჩენს ნახეთქებს, რაც მიკრობებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის კანში შესაღწევად. ექსპერტების თქმით, დღეში ერთხელ დაბანა სრულებით საკმარისია.

2. არ ვიბანთ ხელებს ტუალეტში შესვლამდე

ბაქტერიები მხოლოდ ტუალეტში არ არიან, არამედ მთელ სახლში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხელები დიდი ხანია არ დაგიბანიათ, ესე იგი, ბაქტერიები კვლავ თქვენთანაა. დაუბანელი ხელებით კი ინტიმურ ადგილებს არ უნდა შევეხოთ, ეს ძალიან საშიშია. დაიბანეთ ხელები ტულეტით სარგებლობამდეც და მის შემდეგაც.

3. უნიტაზს თითის ბალიშით ვრეცხავთ

ტუალეტი ალბათ ყველაზე ბინძური ადგილია სახლში. ჩარეცხვიდან 90 წუთის მანძილზეც კი ბაქტერიის წვეთები კვლავ უნიტაზის ზედაპირზეა. ამიტომ ნუ ჩარეცხავთ ტუალეტს თითის ბალიშებით, თითი მოხარეთ და მიუსი უკანა მხარე დააჭირეთ ღილაკს. საერთოდ კი, უმჯობესია, ჯერ უნიტაზი ჩარეცხოთ და ხელები შემდეგ დაიბანოთ.

4. დიდხანს გვძინავს ერთსა და იმავე ბალიშზე

ზეწრები და ბალიშები საკმაოდ მარტივად ბინძურდება. თან მასზე სახე გვიდევს, ამიტომ თუ დიდხანს არ გამოვცვლით, შესაძლოა კანის დაავადებები გაგვიჩნდეს. მტვრის ნაწილაკები იწვევს ალერგიებს, რაც ამწვავებს ნაზალურ ჰიპერემიას, სიმსივნეს და რესპირატორული გასასვლელების გაღიზიანებას. რეკომენდებულია, ბალიში ყოველ კვირა გაირეცხოს მინიმუმ 55 გრადუს წყალში.

5. ცხოველებს ჩვენს საწოლში ვაძინებთ

ბალიშის ჰიგიენის წესები ღამეც არ უნდა დავივიწყოთ. ეს წესი კი არ გვაძლევს ძაღლებისა და კატების ჩვენს საწოლში დაძინების რეკომენდაციას. ყველაზე კარგად მოვლილი ცხოველიც კი ატარებს უამრავ ბაქტერიას, აგრეთვე ისინი ბევრი დაავადების გადამტანები არიან. ასე რომ, თავს გაუფრთხილდით.

6. სახეს საპნით ვიბანთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ სახის დღეში ორჯერ საპნით დაბანა მის სისუფთავეს უზრუნველყოფს და აარიდებს ინფექციებს. რეალურად კი, საპონი ხსნის ფორებს და ახდენს ინფექციების გაჩენის რისკს. დერმატოლოგების თქმით, საპონი სახის კანისთვის არც შექმნილა, მისი გამოყენება ანადგურებს დამცავ ბარიერებს და არღვევს ph ბალანსს კანზე.

გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: