მთავარი კულინარია გემრიელი დიეტური ვარენიკები გრამი ფქვილის გარეშე. ეს საუკეთესო რეცეპტია.

გემრიელი დიეტური ვარენიკები გრამი ფქვილის გარეშე. ეს საუკეთესო რეცეპტია.

by Keti

ზედმეტ წონასთან ბრძოლა – ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველანაირ გემრიელ საკვებზე უარი უნდა ვთქვათ. შესაძლოა ჯანსაღი ალტერნატივების ძებნა, მაგალითად, დღეს ჩვენ გთავაზობთ დიეტურ ვარენიკებს, რომელშიც საერთოდ არც ერთი გრამი ფქვილი არ არის. სცადეთ, ძალიან გემრიელი და მსუბუქია.

ინგრედიენტები

  • უცხიმო ხაჭო – 200 გ
  • შვრიის ფანტელები – 5 ს. კ.
  • კვერცხი – ერთი ცალი
  • თაფლი ან სტევია – თქვენი გემოვნებით

მომზადება

  • აურიეთ ხაჭო, კვერცხი, სტევია და დაფქული შვრიის ფანტელები.
  • მასა უნდა იყოს ერთგვარი, რათა შესაძლებელი იყოს პატარა ბურთულების შექმნა.
  • მოხარშეთ ვარენიკები ადუღებულ წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ თეფშზე და დაელოდეთ გაციებას. მას ძალიან უხდება იოგურტი ან მურაბა, ოღონდ, ცხადია, შაქრის გარეშე.

სულ ეს არის – ჩვენი დიეტური ვარენიკები მზად არის! გემრიელად მიირთვით! რეცეპტი კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!