მთავარი სილამაზე მე ვერ ვიტანდი ჩემს დიდ მუცელს, სანამ საუზმე ამ საშუალებით არ ჩავანაცვლე. ეფექტი საოცარია.

მე ვერ ვიტანდი ჩემს დიდ მუცელს, სანამ საუზმე ამ საშუალებით არ ჩავანაცვლე. ეფექტი საოცარია.

by Keti

დღეს ჩვენ მოგიმზადეთ საუზმის საუკეთესო რეცეპტი. ის განსაკუთრებით უხდება მათ, ვინც ყველანაირად ცდილობს დაიგდოს ზედმეტი ცხიმი მუცლიდან. გარდა იმისა, რომ ის ძალიან გემრიელია, აგრეთვე ერთ-ერთი ჯანსაღი საკვებიც არის, საუზმისთვის კი – საუკეთესო. მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით და მისი რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენი თმისა და კანის მდგომარეობას, დაარეგულირებს მეტაბოლიზმს და აამაღლებს იმუნიტეტს.

მოცემული საუზმე დაგეხმარებათ ყველა ტოქსინის გამოყოფაში და გადაგიჭრით შეკრულობისა და არარეგულარული დეფეკაციის პრობლემებს. რაც მთავარია, ხდება ცხიმების წვა და წონის ნორმალიზება.

ინგრედიენტები

  • 5-7 დიდი შავი ქლიავი
  • 300 მლ კეფირი ან იოგურტი
  • ერთი ჭიქა სელის თესლის
  • 2 ს. კ. შვრიის ფანტელი
  • ერთი ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

საუზმე მოამზადეთ ყოველთვის საღამოს.

  • შავ ქლიავს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი
  • დააფარეთ სახურავი და დადგით 10 ან 15 წუთით.
  • შეურიეთ კაკაო, სელის თესლი და შვრია.
  • დაამატეთ კეფირი და კარგად აურიეთ.
  • ათქვიფეთ ქლიავი, რათა მიიღოთ პიურეს მასა და დაამატეთ წინა ნარევს.
  • ყველაფერი კარგად აურიეთ.
  • ნარევი შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით მიირთვით!

შენიშნვა: შესაძლოა პირველ დღეს გქონდეთ უცნაური შეგრძნება მუცელში, მაგრამ არ ინერვიულოთ, ის მალე გაქრება. თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა კი უფრო და უფრო უკეთ იმუშავებს.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: