მთავარი სილამაზე დიდხანს ვერ ვიშორებდი ქერტლს, სანამ ამ შინაური შამპუნის შესახებ არ შევიტყვე. აი, რეცეპტი.

დიდხანს ვერ ვიშორებდი ქერტლს, სანამ ამ შინაური შამპუნის შესახებ არ შევიტყვე. აი, რეცეპტი.

by Keti

სახლში მომზადებული საშუალებები უკეთესია, ვიდრე აფთიაქში ნაყიდი, რადგან უფრო ბუნებრივია, ხოლო როცა საქმე უკვე თმას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ამა თუ იმ ინგრედიენტის შერჩევისას.

გთავაზობთ თმის მოვლის საუკეთესო საშუალებას – თაფლის შამპუნს. რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა?

  • თაფლის PH არის 4, ხოლო თავის კანის PH – 4-7. თაფლის მეტ-ნაკლებად მჟავა ბუნება აწონასწორებს კანის PH-ს და ებრძვის ქერტლს.
  •  თაფლი ბუნებრივი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. შესაბამისად, ის ებრძვის კანის ანთებით პროცესებს.
  • თაფლი არ ჩამორეცხავს თავის კანიდან დამცავ ნივთიერებებს.
  • თაფლი კარგად ატენიანებს თმას.
  • შეგიძლიათ უფრო იშვიათად დაიბანოთ თმა – 4 დღეში ერთხელ.

როგორ მოვამზადოთ თაფლის შამპუნი

ინგრედიენტები

  • თაფლი
  • წყალი
  • რამდენიმე წვეთი რომელიმე ეთერზეთი (აუცილებელი არ არის)

მომზადება

  • ერთი ს. კ. თაფლი შეურიეთ 3 ს. კ. წყალს.
  • თუ გაქვთ რაიმე ეთერზეთი, შეგიძლიათ დაამატოთ 2 ან 3 წვეთი ამ ნარევს.

აი, სახლის შამპუნი უკვე მზად არის. წაისვით მისი რამდენიმე წვეთი სველი თავის კანზე. თმაზე არ იღელვოთ, უბრალოდ წაისვით ის კანზე და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. არ არის საჭირო ამ შამპუნის შენახვა, რადგან ის სწრაფი მოსამზადებელია.

როგორც წესი, თაფლის შამპუნი ყველა ტიპის თმას უხდება, თუმცა შეიძლება სხვადასხვა დრო დაგჭირდეთ. როცა გადაერთვებით ამ თაფლის შამპუნზე, იგრძნობთ, რომ თქვენი თმა უფრო ცხიმიანი გახდა. ალბათ ერთი ან ორი თვე დაგჭირდებათ, რათა თმის ცხიმიანობა დარეგულირდეს. ასე რომ, პირველი კვირის განმავლობაში შესაძლოა თავის ყოველდღე დაბანა დაგჭირდეთ, შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ დაბანის სიხშირე შეგიძლიათ გააიშვიათოთ.

გაუზიარეთ სახლის შამპუნის შინაური რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: