მთავარი კულინარია აი, რა გულუბრყვილო შეცდომას უშვებთ ტოლმის მომზადებისას. ასე ყველაფერი იდეალური გამოდის.

აი, რა გულუბრყვილო შეცდომას უშვებთ ტოლმის მომზადებისას. ასე ყველაფერი იდეალური გამოდის.

by Keti

ტოლმა დიდი ხანია ყველასთვის საყვარელი კერძია, მას მრავალ ქვეყანაში ეტრფიან. დღეს ჩვენ მოგიყვებით როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ყველაზე გავრცელებული შეცდომები ტოლმის მომზადების დროს.

როგორ მოვამზადოთ ტოლმა კომბოსტოსგან

1. კომბოსტოს მომზადება

კომბოსტო ტოლმის მთავარი ინგრედიენტია და კერძის მომზადებაში ძირითადი პრობლემაც ეს არის. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაფერისი თავის შერჩევა, რომელსაც მკვრივი სტრუქტურა და თხელი ფოთლები აქვს.

ფოთლები იოლად რომ მოსძვრეს, საჭიროა კომბოსტო წამოხარშოთ. მანამდე კი უნდა ამოაჭრათ ძირი. თუ ფოთოლზე ღეროები სქელია, უმჯობესია ისინი მოვაცილოთ ხის ჩაქუჩით. კომბოსტოს მოსახარშად წყალში უნდა ჩაამატოთ ძმარი, შედეგად ფოთლები დარჩება თხელი და არ დაიხევა. როცა გარეთა ფოთლები მოცილებას დაიწყებს, დუღილი უნდა შეწყვიტოთ.

არსებობს კომბოსტოს ფოთლების იოლად მოცილების კიდევ ერთი მეთოდი – გაყინვა. ჩადეთ კომბოსტო ღამით საყინულეში და დილით გამოიღეთ. გადნობის შემდეგ ის მოხარშულივით გახდება.

2. ხორცის შერჩევა

ტოლმისთვის ყველანაირი ფარში არ გამოდგება. საქონლის და ქათმის მკერდის ხორცისგან კერძი გემრიელი არ გამოვა, ამიტომ აუცილებლად უნდა დაამატოთ ცხიმი. იდეალური გემოსთვის შეურიეთ ღორის ხორცი საქონლისას ან ქათმისას.

3. როგორ მოვამზადოთ ბრინჯი

ზოგჯერ ბრინჯს უბრალოდ ალბობენ წყალში და შემდეგ ფარშში ამატებენ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა ბრინჯი წინასწარ მოხარშოთ 6-7 წუთით. შემდეგ გადაწურეთ საწურზე და ჩაამატეთ ფარშშსი.

ბრინჯის ნაცვლად შეგიძლიათ წიწიბურას, ქერის ან კარტოფილის გამოყენება. სამარხვო ვარიანტის დროს ხორცის შეცვლა სოკოთი შეგიძლიათ.

4. ბოსტნეული დამატება

ფარში ბოსტნეულის გარეშე გემრიელი არ იქნება. ამისთვის სასურველია ბოსტნეული წინასწარ შეიწვას ზეთში და შეერიოს ფარშს.

5. სოუსის შერჩევა

სოუსი ტოლმის ღუმელში გამოცხობის დროს გამოიყენება, ასევე ტაფაში მოშუშვის დროს. სოუსში მომზადებული ტოლმა უფრო გემრიელი და წვნიანია. ყველაზე გემრიელია ტომატისა და არაჟნის სოუსი.

6. როგორ შევახვიოთ ტოლმა

ტოლმის შეხვევა სამგვარად შეიძლება: კონუსისებური, რულეტივით და კონვერტივით.

7. მოხარშვა თუ მოთუშვა

შეგიძლიათ ორივე ვარიანტი სცადოთ სქელძირიან ჭურჭელში, დაბალ ცეცხლზე. ასევე შეგიძლიათ გამოაცხოთ აერღუმელში 180 გრადუსზე.

ტოლმის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ერთი თავი კომბოსტო
  • 500 გ ღორის ხორცი
  • 500 გ საქონლის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • ერთი სტაფილო
  • 2 ს. კ. ტომატ-პასტა
  • 50 გ ვაშლის ძმარი
  • ერთი ჭიქა ბრინჯი
  • ერთი ს. კ. მარილი
  • პილპილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი
  • ზეთი

მომზადება

1. ამოაჭერით კომბოსტოს ძირი და მოაცალეთ გარეთა ფოთლები.

2. ჩააგდეთ კომბოსტო მდუღარე წყალში და დაამატეთ 50 გ ძმარი. შემდეგ მარილი და ზეთი. ხარშეთ საშუალოზე. ჩანგლით მოაცილეთ გარეთა ფოთლები.

3. ბრინჯი ნახევრად მოხარშეთ.

4. ხორცი ხახვთან და ნიორთან გაატარეთ ხორცსაკეპში.

5. გატარებულ ფარშს დაამატე ბრინჯი, მარილი და პილპილი.

6. სტაფილო დაჭერით ზოლებად.

7. შეწვით ოქროსფრამდე, დაამატეთ ტომატ-პასტა, მარილი, პილპილი და ერთი ლიტრი კომბოსტოს ბულიონი.

8. გაჭერი შუაზე კომბოსტოს დიდი ფოთლები, მსხვილი ღეროები კი დანით ამოჭერი.

9. ერთი კოვზი ფარში დადეთ თითოეულ ფოთოლზე.

10. შეახვიეთ როგორც ფარშირებული ბლინები.

11. სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ კომბოსტოს ნარჩენები და ჩაასხით სოუსი.

12. ჩააწყეთ ქვაბში ტოლმა და დაასხით წყალი.

13. ჩაამატეთ დაფნის ფოთოლი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი ან ერთი საათი.

ტომატისა და არაჟნის სოუსი ტოლმისთვის

ინგრედიენტები

  • 2 ს. კ. ტომატ-პასტა
  • ერთი სტაფილო
  • ერთი ჭიქა არაჟანი
  • ერთი ხახვი
  • კამა
  • მარილი
  • პილპილი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით.
  2. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  3. ზეთი გააცხელეთ და შეწვით ბოსტნეული ოქროსფრამდე.
  4. არაჟანი და ტომატ-პასტა შეურიეთ ერთმანეთს.
  5. ტომატისა და არაჟნის ნარევი ჩაასხით ბოსტნეულში და აურიეთ.
  6. მიიყვანეთ ადუღებამდე და თუშეთ 5 წუთი.
  7. დაასხით ის ტოლმას.

ასეთი წესით მომზადებული ტოლმა ძალიან გემრიელი გამოდის. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: