მთავარი კულინარია აი, რატომ უნდა მოვამზადოთ კარტოფილი ქილაში

აი, რატომ უნდა მოვამზადოთ კარტოფილი ქილაში

by Keti

კარანტინის პერიოდში ბევრი ადამიანი გახიზნულია აგარაკზე. სხვადასხვა საკვებთან ერთად საუკეთესოა კარტოფილის გამოყენება, რომელიც ძალიან უხდება ხორცს. გთავაზობთ კარტოფილის მომზადების რეცეტს, რომლის შენახვაც მინის ქილაში შეგიძლიათ. ის გამოდის ძალიან ნოყიერი და გემრიელი. შეგიძლიათ ბეკონიც დაამატოთ.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ კარტოფილი
  • 400 გ სალა
  • 2 თავი ხახვი
  • 15 გ კარაქი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ კარტოფილი, გაფცქვენით და დაჭერით სასურველ ზომებად.

2. ჩაყარეთ დიდ თასში, დაამატეთ მარილი, პილპილი, ზეთი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაჭერით ხახვი რგოლებად, ჩაყარეთ კარტოფილთან და კვლავ აურიეთ. ხახვი კარტოფილს ხდის უფრო წვნიანს.

3. ახლა მოამზადეთ სალა. შეგიძლიათ ის ბეკონით ან ლორით შეცვალოთ. დაჭერით სალა ნაჭრებად, ჩაამატეთ კარტოფილიან თასში და კარგად აურიეთ.

4. აიღეთ მშრალი სუფთა ქილა, წაუსვით მას კარაქი. გაავსეთ თითოეული ქილა კარტოფილით. აიღეთ ფოლგა და შემოახვიეთ ქილას თავზე. შედგით ის ღუმელში და გააცხელეთ 180 გრადუსამდე. დატოვეთ დაახლოებით 50 წუთი, ან უფრო მეტი. კარტოფილი უნდა შეწითლდეს.

როცა კარტოფილი მზად იქნება, მაშინვე არ გამოიღოთ ღუმელიდან, რადგან ქილა შესაძლოა გასკდეს. დატოვეთ ის ღია ღუმელში და შემდეგ გამოიღეთ. ეს არის საკმაოდ მოხერხებული მომზადების მეთოდი, კარტოფილი კი უგემრიერლესი გამოდის. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ეს ახალი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: