მთავარი კულინარია ქათმის ფილეს რეცეპტი ფოლგაში სახელად “სიურპრიზი”

ქათმის ფილეს რეცეპტი ფოლგაში სახელად “სიურპრიზი”

by Keti

ქათმის ფილე პოპულარულია თავისი კულინარული უნივერსალურობითა და მომზადების მარტივი წესით. შესაძლებელია მისი მოხარშვა, შეწვა, გამოცხობა…

ჩვენ დღეს მოგიმზადეთ ფილეს ორიგინალური რეცეპტი – ,,სიურპრიზი”. ეს არის ამ ცნობილი კერძის ახლებური მომზადების რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ქათმის ფილე
  • ერთი ჭიქა რძე
  • 6 ცალი კარტოფილი
  • ერთი თავი ხახვი
  • 2 ან 3 პომიდორი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 170 გ ყველი
  • ზეთი
  • 3 ს. კ. სახლის მაიონეზი
  • მარილი
  • პილპილი
  • მწვანილი (ქინძი, ბაზილიკი, ოხრახუში…)

მომზადება

1. დაჭერი ქათმის ფილე საშუალო ზომის ნაჭრებად. დაასხი მას რძე და დადგი 1,5 საათით. მოამზადე ფორმები ფოლგისგან. თუ ფოლგა არ გაქვს, კერძი ჩვეულებრივ ფორმებში მოამზადე. დაალაგე ფორმები საცხობზე და წაუსვი თითოეულს ზეთი.

დაჭერი კარტოფილი და ჩაალაგე ფორმებში. მოაყარე მარილი და პილპილი, ზემოდან კი ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი.

2. შემდეგ ჩაალაგე ქათმის ფილე, კვლავ მოაყარე მარილი და პილპილი.

3. ათქვიფე კვერცხი, არაჟანი და მაიონეზი. ეს ნარევი მოასხი ფილეს, საშუალოდ თითო პორციას – 2,5 ს. კ. ზემოდან დაადე პომიდორი და დააყარე ნიორი.

4. ყველაფერს ზემოდან მოაყარე გახეხილი ყველი.

5. შედგი წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. შემდეგ მოაყარე მწვანილი და მიიტანე სუფრასთან და გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!