მთავარი კულინარია უსაფუარო ცომის რეცეპტი, რომლითაც შეგიძლიათ პიცა და სხვა გემრიელობები მოამზადოთ

უსაფუარო ცომის რეცეპტი, რომლითაც შეგიძლიათ პიცა და სხვა გემრიელობები მოამზადოთ

by Keti

მოულოდნელი სტუმრების გამასპინძლებისთვის უსაფუარო პიცა კარგი გამოსავალია, რადგან ასეთი ცომის მომზადება ძალიან მარტივია. ზემოდან კი შეგიძლიათ დაალაგოთ ის, რაც გაქვთ: ძეხვი, სოკო, პომიდორი, ყველი.

პიცის უსაფუარო ცომი

ასეთი ცომი გამოდის თხელი და საკმაოდ მკვრივი, როგორც ლავაში. შედეგად პიცა უფრო გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • ნახევარი ჭიქა წყალი
  • 3 ს. კ. ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. ფქვილი გაცერი ღრმა ჭურჭელში.

2. თანდათან დაამატე წყალი, მოზილე. თუ საჭირო გახდება, წყალი კვლავ დაამატე.

3. ახლა დაამატე მარილი და ზეთი. უმჯობესი იქნება ზეითუნის ზეთის გამოყენება, თუმცა მზესუმზირისაც კარგი ვარიანტია. მოზილე ცომი ისევ.

4. ცომს დააფარე საკვები ცელოფანი და დადგი 20 ან 30 წუთით. ის გახდება უფრო ელასტიური.

5. ამის შემდეგ შეგიძლია ცომი გააბრტყელო.

6. ამ ინგრედიენტების მიხედვით, ცომის სისქე უნდა იყოს 2 ან 3 მლ.

7. ცომი უნდა გამოაცხო 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. ასეთი ცომი პიცის ტაფაზე მოსამზადებლადაც გამოდგება.

არსებობს პიცის მორთვის სხვადასხვა მეთოდი, განსხვავებული ყველით, სოუსით, ბოსტნეულით, ხორცით და ა. შ.

გაუზიარეთ ჩვენი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!