მთავარი კულინარია აიღეთ კარტოფილი, გაასუფთავეთ და 3 წუთში უგემრიელეს ოლადებს მოამზადებთ. აი, რეცეპტი

აიღეთ კარტოფილი, გაასუფთავეთ და 3 წუთში უგემრიელეს ოლადებს მოამზადებთ. აი, რეცეპტი

by Keti

კარტოფილის ოლადები ყველასთვის საყვარელი კერძია, თანაც ძალიან მარტივი. კარტოფილს ხეხავენ და მას ხახვს ურევენ, შემდეგ წვავენ და ცხელს მიირთმევენ. ჩვენ დღეს გთავაზობთ მათი მომზადების სწრაფ მეთოდს. იგი ბლენდერში მზადდება.

ხელით გახეხვის დროს კარტოფილის მასა ერთგვაროვანი არ გამოდის, ბლენდერში მომზადებული კი ძალიან ნაზია, თან საკმაოდ იოლი გასაკეთებელი.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ცალი კვერცხი
  • ერთი ჭიქა ფქვილი
  • ზეთი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება

1. გაფცქვენი ხახვი და კარტოფილი, დაჭერი ისინი წვრილად.

2. ბლენდერის დახმარებით დააქუცმაცე ჯერ კარტოფილი, შემდეგ კი ხახვი.

3. ბოსტნეული აურიე ერთმანეთში და დაამატე მას კვერცხი. კარგად აურიე.

4. დაამატე მასას ფქვილი, კარტოფილის წვნიანობის მიხედვით ფქვილის რაოდენობა სხვადასხვა იქნება.

5. ნარევს ჩაამატე მარილი და პილპილი, კარგად აურიე და შეწვით კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაში. თითო მხარეს 3 ან 4 წუთით, დაბრაწული ქერქის წარმოქმნამდე.

ყველაზე მეტად კარტოფილის ოლადები უხდება არაჟანს, ასე რომ, მიირთვით კერძი მასთან ერთად.

იმედი გვაქვს რეცეპტი მოგეწონათ. გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: