მთავარი რჩევები 10 მიზეზი რატომ გამოვიყენოთ გააქტივირებული ნახშირი მიწის ნაკვეთში

10 მიზეზი რატომ გამოვიყენოთ გააქტივირებული ნახშირი მიწის ნაკვეთში

by Keti

მებოსტნეობა მარტივი საქმე არ არის. მოითხოვს დიდ დროს და ძალისხმევას. თუმცა ასე თუ ისე შესაძლებელია ამ რუტინის შემსუბუქება. დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ აქტივირებული ნახშირი ნაკვეთში.

აქტივირებული ნახშირი – ბიუჯეტური საშუალებაა. იგი საუკეთესო ადსორბენტია. თუ აფთიაქის ყუთში ნახშირი დაგიძველდათ, ის არ გადაყაროთ. რადგან ნახშირი დაგეხმარებათ ბოსტნის მოშენებაში.

როგორ გამოვიყენოთ აქტივირებული ნახშირი ნაკვეთში

ნიადაგი

აქტივირებული ნახშირი აქვეითებს ნიადაგის მჟავიანობას და ებრძვის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს. ჩაყარეთ დაფხვნილი ტაბლეტები სარწყავ წყალში ან პირდაპირ ნახშირი ჩაყარეთ გრუნტში.

კალმები

გამოიყენეთ ნახშირი მცენარეთა კალმების დასაცავად სხვადასხვა ინფექციისგან. ამისთვის დაფხვნილი ტაბლეტები ჩაყარეთ ჭურჭელში, რომელსიც კალმებია. მათ ფესვები სწრაფად გაეზრდებათ და გაუძლიერდებათ.

ნერგები

აქტივირებული ნახშირი გამოიყენება ნერგების მოსამზადებლადაც, რადგან იგი სწრაფად შთანთქავს ტენს და იცავს მათ ლპობისგან. ერთ მცენარეზე საკმარისია ერთი ან ორი დაფხვნილი ტაბლეტის გამოყენება.

მცენარეთა დამუშავება

მცენარის გასხვლის ან დაზიანებული ნაწილების მოცილების შემდეგ ის უნდა დამუშავდეს. ახალ მოჭრილ ადგილზე უხვად დააყარეთ დაფხვნილი ნახშირის ტაბლეტი. ის მცენარეს ააცილებს ლპობას. ნახშირს ასევე აყრიან მცენარეების ფესვებს მათი გადარგვის დროს.

სოკოვანი დაავადებები

აქტივირებული ნახშირი ებრძვის სოკოვან დაავადებას მის საწყის ეტაპზე. ამისთვის საჭიროა ნახშირი მოაყაროთ ნიადაგს პროფილაქტიკის მიზნით.

ობი

ჭარბი მორწყვის შედეგად ყვავილის ქოთნებში ხშირად ჩნდება ობი. მოაცალეთ ის ნიადაგს და იმ ადგილას უხვად დაყარეთ დაქუცმაცებული ნახშირი, ორი დღის შემდეგ კი მისი ფენა განაახლეთ.

ყვავილოვანი მცენარეების კვება

აქტივირებული ნახშირის გამოყენების შედეგად ოთახის მცენარეები უკეთ ვითარდება. ერთ ქოთანზე დაგჭირდებათ ერთი ან ორი ტაბლეტი დაქუცმაცებული ნახშირი.

ქინქლები

ზოგჯერ მცენარეების ყვავილებთან ქინქლები ჩნდებიან. ტენიანი და მჟავე ნიადაგი მათთვის საუკეთესო გარემოა. აქტივირებული ნახშირი ქმნის ბარიერს ქინქლების განვითარებისთვის. უხვად მოაყარეთ ნიადაგს დაფხვნილი ნახშირი.

აქტივირებული ნახშირი წყლის გასაწმენდად

ნახშირს წყლის გასაწმენდად გამოიყენებენ მინარევებისა და სუნისგან. 2 ტაბლეტი ნახშირი გადაახვიეთ მარლაში და მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში. დადგით იგი ცივ ადგილას. 12 საათის შემდეგ წყალი გასუფთავდება.

ადამიანის დამცავი საშუალება

თუ კოღომ გიკბინათ ან კანი გაიკაწრეთ, გამოიყენეთ ნახშირი. დანაყეთ ტაბლეტი და ფხვნილი დაიყარეთ კოღოს ნაკბენზე ან ჭრილობაზე. თუ ორგანიზმში შემთხვევით მოგიხვდათ პესტიციდი, დაუყოვნებლივ დალიეთ ნახშირი. სხეულის 1 კგ წონაზე საჭიროა ერთი გ პრეპარატი. შემდეგ უნდა გამოიწვიოთ ხელოვნური პირღებინება. გაიმეორეთ პროცედურა და სწრაფად მიმართეთ ექიმს.

აქტივირებული ნახშირი უნივერსალური საშუალებაა, რომელიც მრავალი პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ, თან საკმაოდ იაფიც ღირს.

როგორ მოგეწონათ ჩვენი რჩევები? გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: