მთავარი გასართობი ,,სიკვდილის” ფორმაში გადაცმული ბიჭი ფლორიდას იმ სანაპიროებზე გამოცხადდება, რომელსაც პანდემიის პირობებში ნაადრევად ხსნიან

,,სიკვდილის” ფორმაში გადაცმული ბიჭი ფლორიდას იმ სანაპიროებზე გამოცხადდება, რომელსაც პანდემიის პირობებში ნაადრევად ხსნიან

by Keti

წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე ხართ და ტკბებით ტალღებით, რომლებიც თქვენს ფეხებს ეცემა და მზით, რომელიც კანს გითბობთ. ამ დროს ამჩნევთ მაღალ, შავებში შემოსილ ფიგურას, რომელსაც ცელი უჭირავს. უკეთ აკვირდებით მას და ხვდებით, რომ ეს სიკვდილის ფორმაში გადაცმული ადამიანია!

ფლორიდელი ადვოკატი დენიელ ულფელდერი 1 მაისიდან გეგმავს შტატებში მოგზაურობას, რათა ხალხი გააფრთხილოს რა საფრთხე მოჰყვება სოციალური დისტანციის დაუცველობას – ამას კი სიკვდილის ფორმაში გადაცმული გააკეთებს.

ულფელდერის მთავარი მესიჯი არის ის, რომ დარწმუნდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ფლორიდელებისთვის სახლში დარჩენა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ადვოკადის ინსპირაციულფელდერის ა გახდა ახალი ზელანდიელი ,,მცურავი სიკვდილი”, რომელიც იმავე ფორმაში გამოეწყო და ხალხს წყლის საფრთხეების შესახებ აუწყებდა.

ფლორიდაი ზოგი ადამიანი ღელავს, რომ ხალხის სანაპიროზე სიარული კორონავირუსის გავრცელებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს

ხალხის ნაწილი თვლის, რომ ისინი მთავრობას გულწრფელად ეზიზღება, რადგან შუა პანდემიის დროს სანაპიროს გახსნას იწყებს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ყველაზე მავნებლური გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, მაშინ როცა აშშ პირველ ადგილზეა ვირუსის გავრცელების კუთხით.

ადვოკატი გეგმავს, რომ შავი ფორმა ჩაიცვას, ცელი დაიჭიროს და სანაპიროზე გამოცხადდეს. მისი თქმით, ფორმა უკვე შეუკვეთა.

ფლორიდაში 27,8 ათასი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. 4,2 ათასზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალშია, ვირუსით კი 860ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ფლორიდას ადგილობრივი მთავრობა ირწმუნება, რომ მათ სიტუაცია დაალაგეს და შტატს არ ემუქრება იგივე, რაც იტაკლიასა და ნიუ იორკში მოხდა.

თუმცა ადვოკადი ულფელდერი შთაგონებულია ,,მცურავი სიკვდილის” პერფორმანსით, რამაც პოზიტიური ეფექტი მოახდინა ახალ ზელანდიაში. ამ ერთკაციანი აქციის დროს უამრავი ადამიანი გადაურჩა დახრჩობას.

,,მცურავ სიკვდილს” 443 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს ინსტაგრამზე, ის ადამიანებს ტალღოვანი დინების შესახებ აფრთხილებს და ამტკიცებს, თუ როგორი საშიშია კლდეებთან ახლოს ცურვა. ასევე მისი მთავარი მოწოდებაა, რომ ადამიანები არასდროს შევიდნენ წყალში მთვრალები.

გთავაზობთ ,,მცურავი სიკვდილის” ფოტოებს ახალი ზელანდიის სანაპიროებიდან

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: