მთავარი კულინარია ნოსტალგიური გემო ბავშვობიდან. აი, როგორ მოამზადოთ “სმეტანიკი”.

ნოსტალგიური გემო ბავშვობიდან. აი, როგორ მოამზადოთ “სმეტანიკი”.

by Keti

არაჟნის ტორტი ერთ-ერთი გამორჩეული და სერიოზული რეცეპტია, რომელსაც დამწყები მცხობელებიც კარგად ამზადებენ. მისი უამრავი რეცეპტი არსებობს, მარტივიც და ცოტა რთულიც. ჩვენ დღეს გთავაზობთ არაჟნის ტორტის სწრაფი მომზადების რეცეპტს. შეაფასეთ ეს ნუგბარი ჰაეროვანი ცომისა და ნაზი არაჟნის კრემის მიხედვით.

არაჟნის ტორტის მარტივი რეცეპტი

შეგიძლიათ ცომი მულტისაცხობში გამოაცხოთ – ის გამოვა უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი, სულ რაღაც ნახევარ საათში.

ინგრედიენტები

  • 100 გ კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 200 გ შედედებული რძე
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 8 ს. კ. ფქვილი
  • 700 გ არაჟანი 20%იანი ცხიმიანობით
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • ერთი ს. კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

1. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ათქვიფე კვერცხთან ერთად, არ შეაჩერო თქვეფა და ისე დაამატე შედედებული რძე. ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად გაცერი და დაამატე ის მასას. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის. მიღებული ცომი გაყავი შუაზე. 1,5-ს დაამატე კაკაო და აურიე.

2. ღუმელი გააცხელე 180 გრადუსზე, ცომის ერთი ნახევარი ჩაასხი ზეთწასმულ ფორმაში, მეორე კი – სხვა ფორმაში. თუ ღუმელი საშუალებას გაძლევთ ორივე ცომი გამოაცხეთ ერთდროულად (20 წუთის მანძილზე).

3. მზა ფირფიტები ფრთხილად გამოხსენით ფორმიდან, როცა ისინი გაცივდება, მოაჭერით ზედა ნაწილი (ნახევარი მლ სისქეზე). ეს მოჭრილი ნაწილები დაანამცეცეთ. შემდეგ თითოეული ცომი გაყავი კვლავ ორ ნაწილად, სისქეზე. საბოლოოდ გამოვა ორი მუქი და ორი ღია ფერის ფირფიტა.

4. კრემის მოსამზადებლად ათქვიფე არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთად რამდენიმე წუთის მანძილზე.

5. ააწყე ტორტი. ღია ფერის ფირფიტას წაუსვი კრემი, დაადე მუქი ფენა, მასაც წაუსვი კრემი, შემდეგ დაადე მუქი ფენა და ისევ წაუსვი კრემი. დარჩენილი კრემი წაუსვი გვერდებზე და მოაყარე დანამცეცებული ფირფიტა. ტორტი მოათავსე მაცივარში მინიმუმ 4 საათით.

გირჩევთ შაქრის ნაცვლად გამოიყენოთ შაქრის პუდრა, რათა ის მთლიანად გაიხსნას არაჟანში. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ნიგოზი პირზეც და შიდა ფენებშიც. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: