მთავარი ადამიანები მუშაობით გადაღლილი ექიმების 30 გულსატკენი ფოტო. ადამიანური განცდები სახეზე აწერიათ.

მუშაობით გადაღლილი ექიმების 30 გულსატკენი ფოტო. ადამიანური განცდები სახეზე აწერიათ.

by Keti

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის CSSE-ის მონაცემებით, დღეისთვის 2,649,680-ზე ნეტი ადაიანია კოვიდ-19-ით დაინფიცირებული. აქედან 184,643 გარდაიცვალა. მსოფლიოს ყველა სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს, რათა ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ყველა ქვეყნის მთავრობა ხალხს სახლში დარჩენის რეკომნდაციას აძლევს და აწესებს გარკვეული სახის შეზღუდვებსაც.

სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სახლში დარჩეს. ამ ქაოსში არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, ვინც პანდემიასთან ბრძოლის ფრონტზე დგანან – სამედიცინო მუშაკები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულები. ისინი თავიანთ ჩაწითლებულ და ჩალურჯებულ სახეებს გვაჩვენებენ და აგრეთვე გვიზიარებენ საკუთარ ფიქრებსა და ისტორიებს.

#1 ,,დღეს გავტყდი და ტირილი დავიწყე. ვტიროდი დაუძლურებისა და სისუსტისგან.”

,,რადგან 4 წლიანი ექთნად მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ არაფერი ვიცი. იმიტომ, რომ სახე მტკივა 13 საათიანი მუშაობის შემდეგ. თანაც თურმე დღეს იგივე პირბადე მეკეთა, რაც გუშინდელი 12 საათიანი მუშაობის დროს. მე ავირჩიე ეს პროფესია, რათა პაციენტებისთვის მომევლო, ის არ ამირჩევია, რომ თავად ვყოფილიყავი დაუცველი მათი ავადმყოფობისგან.”

#2 გაღიზიანებული კანი ჩემს სახეზე უკვე ნორმად იქცა.

,,12 საათიანი მუშაობის შემდეგ ჩემი სახე დასვენებას ითხოვს.”

#3 ეს არის კოვიდ-19-თ დაინფიცირებულ ადამიანებთან მომუშავე ექთნის სახე

,,ეს ჩემს სხვა ფოტოებს არ ჰგავს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ვდებდი.”

#4 ,,ეს არის ბოლო 6 დღეში 65 საათი მუშაობის შედეგი.”

,,ეს არის ნამდვილი სახე, სახე, რომელიც ძალიან გვტანჯავს.”

#5 ,,მე ბრაზილიაში, სან პაულოს კლინიკაში ვმუშაობ ექთნად. სწავლა 2015 წელს დავამთავრე. ახლა კი მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მიწევს შეხება.”

#6 ,,კოვიდის ნიღბის ეფექტი. გთხოვთ დარჩით სახლში და დაიცავით საყვარელი ადამიანები. გისურვებთ ჯანმრთელობას!”

#7 ხედავთ ლაქებს ჩემს სახეზე? ეს არის N95 ნიღბის ტარების შედეგი. ეს ნიღაბი გვაშორებს მე და კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ პაციენტს.”

#8 ,,ვერც კი აღვწერ ჩემს ემოციებს 14 საათიანი გადაბმული მუშაობის შემდეგ”.

,,მე აღელვებული და შეშინებული ვარ. ძალიან განვიცდი იმას, რომ არ მაქვს საკმარისი ცოდნა, რათა სათანადოდ ვიზრუნო პაციენტებზე.”

#9 ,,ალბათ უკვე ძალიან უსიამოვნოა ჩემი სახე ამდენი მუშაობის შემდეგ.”

,,არაუშავს, ზოგჯერ მეც არ მომწონს ჩემი თავი. პაციენტებზე ზრუნვა ჩემი სამსახურია და ვაპირებ ეს ვაკეთო.”

#10 ,,ლამაზი ლაქები”

#11 ,,სიტუაცია უარესდება, მაგრამ ისევ მინდა ბრაზილიის სამსახურში ვიდგე ამ კრიზისის დროს.”

#12 ამ ექთნის სახელი ცნობილი არ არის, მას მხოლოდ ჩალურჯებები გამოარჩევს.

#13 ,,ეს შრამები არ არის, ეს ისტორიებია, რომლებსაც მომავალ თაობებს მოვუყვები და ვეტყვი, როგორ ვებრძოდით ერთად ვირუსს და გადავრჩით!”

#14 ჩეხი ექთანი გვაჩვენებს თავის სახეს ჰოსპიტალში მუშაობის შემდეგ

#15 კარანტინის 36ე დღე. ეს ლაქები და ჭრილობები, რომლებიც უკვე შრამებად იქცა, აღარ მადარდებს. რადგან ჩვენს გულებში უფრო ღრმა იარებია, რასაც დრო ვეღარ განკურნავს.”

#16 ,,რატომ ვხვდებით ამდენ ხალხს ყოველდღე და ყველგან?”

#17 ,,9 საათით მეკეთა პირბადე N95. 20 წუთი სუფთა ჰაერზე გავედი დასასვენებლად!”

#18 ,,თუ ჭრილობებზე დასაკრავს იპოვით, სახე აუცილებლად დაიცავით.”

#19 ,,ეს ლაქები ნამდვილია.”

#20 ,,ცხვირს უკვე ვეღარ ვგრძნობ. ასე ვიკეთებდი მაკიაჟს, როცა ბახუსი მქონდა.”

#21 ,,გასულ კვირას ძალიან დიდხანს მომიწია მუშაობა”

#22 ,,ნიღაბი სულ მიკეთია. მხოლოდ ჭამის დროს ვიხსნი და დასვენებისას, რათა საკუთარი Co2 არ ვისუნთქო.”

#23 ,,მხოლოდ 45 წუთიც რომ გეკეთოს N95, ოფლად იღვრები, ყბები გტკივა და ყურები გიხურს.”

#24 ,,მომდევნო დღე სამოთხეში.”

#25 ,,ირანელი სამედიცინო მუშაკი ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ”

#26 თავად ექთანი ამას ,,ომის იარებს” ეძახის

#27 ,,სულ რაღაც 4 საათით მეკეთა ნიღაბი”

#28 სამედიცინო მუშაკი გვაჩვენებს სახეს პირბადის ხანგრძლივი ტარების შემდეგ

#29 ექთანი ბოსნიადან

#30 ,,ჩემი ახალი ნორმა” – წერს ექთანი თავის ინსტაგრამის პოსტზე

გააზიარეთ ეს რეალური კადრები სოციალურ ქსელებშიც, რათა ყველამ ნახოს როგორ გამოიყურებიან გმირი ექიმები!