ბევრი თვლის, რომ სახლში პურის გამოცხობა ზედმეტი შრომაა, რადგან ის ყველა მაღაზიაში იყიდება. მაგრამ სახლის პური ხომ ძალიან გემრიელია. ამისთვის სპეციალური პურსაცხობიც კი არ არის საჭირო. ჩვენ მოგიყვებით როგორ უნდა გამოაცხოთ პური ქვაბში სულ რაღაც ნახევარ საათში.
სახლში მომზადებული პური შიგნიდან გამოდის რბილი, გარედან კი დაბრაწული ქერქით. შიგნით შეგიძლიათ დაამატოთ ქატო, თხილი ან ნებისმიერი რამ, რაც გნებავთ.
ინგრედიენტები
- 500 გ ფქვილი
- 3 გ საფუარი
- 10 გ მარილი
- 375 მლ წყალი
მომზადება
1. აურიეთ ფქვილი, საფუარი, მარილი და ოთახის ტემპერატურის წყალი. მოზილე ცომი. დააფარე პარკი და შედგი მაცივარში მინიმუმ 8 საათის განმავლობაში.
2. გამოიღე ცომი და დატოვე ის ოთახის ტემპერატურაზე, რათა გათბეს. შემდეგ სამუშაო ზედაპირზე მოაყარე ფქვილი და გადაიტანე ცომი. მოამრგვალე. ცომი გადაიტანე პერგამენტის ქაღალდზე და მოათავსე თასში. დააფარე თბილი პირსახოცი და დადგი ნახევარი საათის მანძილზე, სანამ ის ორჯერ არ გაიზრდება.
3. ცომი გადაიტანე ქვაბში, რომელსაც ჩაფენილი აქვს პერგამენტი. დააფარე ხუფი და გამოაცხე 210 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში.
თუ გსურს დაბრაწული ქერქი, ცხობის ბოლოს ახადე ხუფი და აცხე კვლავ 5 წუთის განმავლობაში. იმისთვის, რომ პური არ ჩავარდეს, საჭირო იქნება ქვაბის ღუმელში წინასწარ გაცხელება.
გემრიელად მიირთვით! თუ მოგეწონათ რეცეპტი, გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!