მთავარი კულინარია უნაზესი ლიმონის ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

უნაზესი ლიმონის ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

by Keti

ამ უგემრიელესი დესერტისთვის სულ რაღაც ნახევარი საათი რომ გამოყოთ, სავსებით საკმარისი იქნება. ჩვენ მოგიმზადეთ მისი სწრაფი მომზადების დეტალური ინსტრუქცია.

როგორ მოვამზადოთ ჩისქეიქი

ინგრედიენტები

  • 100 გ კვადრატული ფორმის კრეკერები
  • 2 პაკეტი ლიმონის ჟელე
  • 400 მლ წყალი
  • 500 გ რბილი ყველი
  • 3 ს. კ. შაქრის პუდრა
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 250 გ ცხიმიანი არაჟანი
  • 35 გ კარაქი
  • 40 გ შაქარი
  • 100 გ ქოქოსის ფანტელი

მომზადება

1. პირველ რიგში ლიმონის ჟელე გახსენი მდუღარეში და გააციე.

2. ამავე დროს ათქვიფე ყველი ბლენდერის საშუალებით. შაქრის პუდრა შეურიე არაჟანს და ვანილის შაქარს ცალკე ჭურჭელში.

მიღებული ნარევი კვლავ ათქვიფე, სანამ ფაფუკი მასა წარმოიქმნება. შემდეგ დაიწყე ცოტ-ცოტა ყველის შეყვანა ამ ტკბილ არაჟნის მასაში. კვლავ თქვიფე.

3. ყველის მასა შეურიე გაციებულ ჟელეს და ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

აიღე საცხობი ფორმა და დააფინე მას საკონდიტრო პარკი. დაალაგე მასზე კრეკერები, ხოლო ზემოდან გადაანაწილე ყველის მასა.

4. კარაქი გაადნე ტაფაზე და შეურიე მას შაქარი. ჩაამატე ამ ნარევში ქოქოსის ფანტელები და მიიყვანე ეს მასა ოქროსფრამდე, თან განუწყვეტლივ ურიე. გააციე და მორთე დესერტი.

მზა ტორტი შედგი მაცივარში 8-10 საათით.

სულ ეს არის. ახლა რჩება ყველაზე რთული ეტაპი – ლოდინი, სანამ ჩისქეიქი დაყოვნდება გარკვეული დროით. შემდეგ უკვე შეგიძლიათ დატკბეთ ამ ტორტის უჩვეულო გემოთი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: