მთავარი ჯანმრთელობა ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და გაირკვა, შაქრის 9 დღით შემცირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას

ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და გაირკვა, შაქრის 9 დღით შემცირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას

by Keti

შაქრის მოხმარების შემცირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები ორგანიზმზე შაქრის მოქმედების შესახებ და დაადგინეს, რომ 9 დღით შაქრის მიღების შეწყვეტა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ნორმაში მოჰყავს ღვიძლის მუშაობა და დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 9დან 18 წლამდე ასაკის 43 ადამიანი, რომლებსაც გაცხიმოვნების დიაგნოზი ჰქონდათ. 9 დღის განმავლობაში ისინი იღებდნენ იგივე რაოდენობის კალორიებს, რასაც ადრე, ოღონდ შაქრის მოხმარების შემცირებით 28%დან 10%მდე. ხოლო ფრუქტოზის შემცირება ხდებოდა 12%დან 4%მდე. ამასთან ისინი აგრძელებდნენ მავნე საკვების – ჰოთ დოგის, ჩიფსის, პიცის მიღებას.

ასეთი რაციონის შემდეგ მონაწილეთა არტერიული წნევა დაქვეითდა 5 მილიმეტრით, სისხლში ტრიგლიცერიდების დონე – 33 პუნქტით, ქოლესტერინის – 10 პუნქტით, გლუკოზის – 5 პუნქტით, ინსულინის კი – 1/3-ით. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ღვიძლისა და სხვა ორგანოების მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოსაკვლევ ადამიანთა რაციონში მხოლოდ შაქრის დონე შემცირდა და იმავე რაოდენობის კალორიები იყო შენარჩუნებული, რაც ადრე, ადამიანები ჩიოდნენ, რომ მათ მეტისმეტად ბევრს აჭმევდნენ.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შაქრის კალორიები ყველაზე მავნეა იმდენად, რამდენადაც ღვიძლი მათ ცხიმებად გადაამუშავებს. ეს კი ზრდის ინსულინისადმი წინააღმდეგობას, შესაბამისად, დიაბეტის განვითარებისა და გულისა და ღვიძლის პრობლემების რისკს.

მოცემული კვლევა ამტკიცებს, რომ ყველა კალორია ერთნაირად არ მოქმედებს ორგანიზმზე, შაქრის გამოყენება კი განსაკუთრებით მავნე და საშიშია ჯანმრთელობისთვის.

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი სტატია თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: