მთავარი კულინარია ძალიან ხშირად ვამზადებ ამ ნაზ ხაჭოს სუფლეს. ძალიან გემრიელია, სასარგებლო და მომზადებას სულ 5 წუთი სჭირდება.

ძალიან ხშირად ვამზადებ ამ ნაზ ხაჭოს სუფლეს. ძალიან გემრიელია, სასარგებლო და მომზადებას სულ 5 წუთი სჭირდება.

by Keti

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სუფლე თქვენთვის იდეალური საუზმე გახდება, რადგან მის მომზადებას სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება და თან გამოდის დაუჯერებლად გემრიელი. ის არის ძალიან ჰაეროვანი, ნაზი და პრაქტიკულად პირში დნება. სუფლე საუკეთესო ნუგბარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს დიეტის დაცვა და მსუბუქად კვება, რადგან ის მზადდება უცხიმო ხაჭოს საფუძველზე.

ინგრედიენტები

  • 200 გ უცხიმო და რბილი ხაჭო
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ვაშლი
  • დაფქული დარიჩინი გემოვნების მიხედვით
  • შაქარი ან სხვა დამატკბობელი გემოვნების მიხედვით
  • თაფლი და არაჟანი გემოვნების მიხედვით

მომზადება

  • პირველ რიგში გარეცხეთ ვაშლი, გააშრეთ ის კარგად, გაფცქვენით და შემდეგ გახეხეთ სახეხზე.
  • ღრმა თასში შეურიეთ გახეხილი ვაშლი, ხაჭო და კვერცხი. დაამატეთ ნარევს შაქარი ან სხვა დამატკბობელი, ასევე დაფქული დარიჩინი თქვენი გემოვნების მიხედვით.
  • ეს ნარევი ჩაასხით საცხობ ფორმებში (მინის ან კერამიკულ) და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში.
  • 5 წუთის შემდეგ გამოიღეთ სუფლე მიკროტალღური ღუმელიდან და მიირთვით ის თაფლით ან არაჟნით, ესეც თქვენი გემოვნების მიხედვით.

სულ ეს არის, უგემრიელესი ხაჭოს სუფლე უმოკლეს დროში მზად არის! გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს ჯანსაღი და მადისაღმძვრელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: