მთავარი სილამაზე ეს ნივთები ყველა ქალის საიდუმლო არსენალში უნდა იყოს

ეს ნივთები ყველა ქალის საიდუმლო არსენალში უნდა იყოს

by Keti

ყოველ ქალს აქვს თავისი პატარა საიდუმლო, რომელსაც ის თავის მოვლის დროს იყენებს. ჩვენ ვეცადეთ, რომ ყველა მათგანი გაგვეერთიანებინა და გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ და მოქმედ საშუალებებს.

ქალების გამორჩეული საიდუმლოები თავის მოვლისას

ოროვანდისა და აბუსალათინის ზეთი – კარგი საშუალებაა თმის ზრდის სტიმულირებისთვის.

გარგარის ზეთი – კარგი საშუალებაა სხეულის მასაჟისა და ფრჩხილების კვებისთვის.

მწარე წიწაკის ნაყენი – კარგი საშუალებაა თმის ზრდის სტიმულირებსთვის.

მუმიე – კარგი საშუალებაა სტრიების საწინააღმდეგოდ (მისი ერთი ტაბლეტი გახსენით სხეულისთვის განკუთვნილ მალამოში ან წყალში და შეიზილეთ სტრიების ადგილას).

ლავანდის ეთერზეთი – კარგი საშუალებაა თმისთვის ბზინვარების მისანიჭებლად (დაამატეთ რამდენიმე წვეთი თმის კონდიციონერს).

ზღვის მარილი – მისი აბაზანები კარგი საშუალებაა ფრჩხილებისა და მთლიანი სხეულის მოვლისთვის.

ღორბლის ღვიის ზეთი – კარგი საშუალებაა მშრალი კანის კვებისთვის.

ჟოჟობას ზეთი – კარგი საშუალებაა თვალის გარშემო გაჩენილი და წვრილი ნაოჭების გასაქრობად.

სალიცილისა და თუთიის პასტა – კარგი საშუალებაა ჩირქოვანი გამონაყარის წინააღმდეგ.

ვიტამინები E და A კაფსულებში – კარგი საშუალებაა მშრალი ტუჩებისა და წარბების კვებისთვის.

ბლეფაროგელ 1 (ჰიალურონის მჟავა) – კარგი საშუალებაა თვალების გარშემო არსებული ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

ვაშლის ძმარი – კარგი საშუალებაა ფეხებზე გაჩენილი ცელულიტის საწინააღმდეგოდ (შეიზილეთ ფეხზე მუხლის ზემოთ, ბარძაყის მიმართულებით, ყოველ დღე საღამოს პერიოდში, შხაპის შემდეგ. 2 კვირის გასვლის შემდეგ შედეგს დაინახავთ).

ჩაის ხის ზეთი – კარგი საშუალებაა გამონაყარის საწინააღმდეგოდ.

ბორის სპირტი – კარგი საშუალებაა გამონაყარის საწინააღმდეგოდ.

ცისფერი თიხა – კარგი საშუალებაა სხეულისა და სახის ნიღბებისთვის.

კალენდულას ჰომეოპათიური მალამო – კარგი საშუალებაა ქუსლის კანის დასარბილებლად.

სპონგილა – კარგი საშუალებაა ჩალურჯებების საწინააღმდეგოდ.

ნიგვზის კოსმეტიკური ზეთი – კარგი საშუალებაა ნაოჭებისა და თვალქვეშა სიმუქეების საწინააღმდეგოდ.

გლიცერინი – კარგი საშუალებაა ხელის კანის დასარბილებლად (ერთი წილი გლიცერინი და ერთი წილი 6%იანი ძმარი შეურიეთ და ეს ნარევი გამოიყენეთ ტერფების გაუხეშებული კანის ნიღბისთვის).

ნუშის ზეთი – კარგი საშუალებაა სტრიების საწინააღმდეგოდ.

რეპევიტი – კარგი საშუალებაა თმის ზრდის სტიმულირებისთვის.

ზეთოვანი ვიტამინები A + E, ლიმონის წვენი, დიმექსიდი (მხოლოდ 2 ჩ. კ.) შეურიეთ ერთმანეთს და წაისვით თავის კანზე. შემდეგ დაიხურეთ პოლიეთილენის პაკეტი ერთი საათის განმავლობაში. ეს კარგი საშუალებაა თმის სწრაფი ზრდისთვის.

პიტნის ზეთი – კარგი საშუალებაა უძილობისთვის – წაისვით ის ცხვირის ნესტოებზე ძილის წინ.

გაუზიარეთ ეს საინტერესო სია თქვენს მეგობარ ქალებსაც! საინტერესოა, რამდენი მათგანი დაემთხვევა მათ რეალურ საიდუმლოებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: