მთავარი სილამაზე აი, როგორ დავუბრუნოთ ხელებს სირბილე და სინაზე მხოლოდ ერთი წასმით

აი, როგორ დავუბრუნოთ ხელებს სირბილე და სინაზე მხოლოდ ერთი წასმით

by Keti

გლიცერინი კანზე წარმოქმნის თხელ ფენას, რომელიც მას უნარჩუნებს ტენიანობას. ამიტომ ის მრავალი კოსმეტიკური პროდუქტის მთავარი ინგრედიენტია. ხელების სახლის პირობებში მოსავლელად საჭირო არ არის ძვირფასი საშუალებების გამოყენება. ამისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ გლიცერინი.

ლიმონისა და თაფლის ნიღაბი

თაფლისა და ლიმონის ნიღაბი საუკეთესოდ ატენიანებს ხელებს, ეს კი აუცილებელი პროცედურაა წლის ნებისმიერ დროს. უბრალოდ შეურიეთ თითო ჩ. კ. თაფლი და გლიცერინი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 3 ჩ. კ. წყალი. მიღებული ნიღაბი წაისვით სუფთა ხელებზე და დაიტოვეთ ის 15 წუთით. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ძმრიანი ნიღაბი

ეს საშუალება შეუცვლელი დამხმარე გახდება, თუკი ხელის კანი გაგიუხეშდათ. ამ სახლის კრემის რეცეპტი ძალიან მარტივია: შეურიეთ გლიცერინი და ჩვეულებრივი ძმარი პროპორციით 1:1, შემდეგ დაამატეთ 10 წვეთი ყურძნის წიპწის ან ჩაის ხის ზეთი. ასეთი ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ ყოველდღე. ასეთი ნიღბის გაკეთება შეგიძლიათ ყოველდღე, თუმცა შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ დაინახავთ.

ნიღაბი ვარდის წყლით

ვარდის წყლიანი ნიღაბი უნდა გაიკეთონ მათ, ვისაც ხელის კანი გაუუხეშდათ. ამ საოცარი მალამოს მომზადება საკმაოდ იოლია. შეურიეთ თითო კოვზი გლიცერინი, ვარდის ესენცია, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. აურიეთ. წაისვით ნარევი ხელზე და დაიტოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შეგიძლიათ მთელი ღამეც დაიტოვოთ, ოღონდ ჩაიცვით სპეციალური ხელთათმანები.

ნიშადურის სპირტის აბაზანა

ეს შინაური საშუალება ნამდვილი დახმარება იქნება თქვენი ხელებისთვის, თუ ისინი საჭიროებს აღდგენას. უბრალოდ განაზავეთ ერთი ს. კ. გლიცერინი და ერთი ჩ. კ. ნიშადურის სპირტი 2 ლ თბილ წყალში. ჩაყავით ხელები აბაზანაში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად შეიმშრალეთ და შეიზილეთ მკვებავი მალამო.

შეგიძლიათ სინჯოთ ყოველი საშუალება გლიცერინის გამოყენებით და შემდეგ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური და სასიამოვნო. საჭირო არ არის ზედმეტის გადახდა იმისთვის, რაც შეგიძლიათ თავადაც სწრაფად და მარტივად დაამზადოთ საკუთარი ხელით. გარდა ამისა, დარწმუნებულები იქნებით, რომ თქვენი კოსმეტიკური საშუალებები აბსოლუტურად ბუნებრივი შემადგენლობისაა.

მოგეწონათ ეს სტატია? აუცილებლად გაუზიარეთ სილამაზის რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!