მთავარი კულინარია ხაჭოსა და შოკოლადის დესერტი ათქვეფილ ნაღებთან ერთად

ხაჭოსა და შოკოლადის დესერტი ათქვეფილ ნაღებთან ერთად

by Keti

ყავასთან მისაყოლებელ საუკეთესო დესერტს წარმოადგენს შოკოლადის შემცველი სხვადასხვა ტკბილეული. ნუგბარი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, მომზადებულია ხაჭოთი და შავი შოკოლადით. ის ძალიან არომატული და ნოყიერია. სხვადასხვა გემო ერთმანეთს იდეალურად ეხამება, მადისაღმძვრელი შოკოლადის დესერტი აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 450 გ ხაჭო
  • 120 გ შაქრის პუდრა
  • 2 ჩ. კ. ხსნადი ყავა
  • 300 გ შავი შოკოლადი
  • 500 მლ ნაღები

მომზადება

1. მიიყვანეთ ადუღებამდე 150 გ ნაღები და გახსენით მასში შოკოლადი. დატოვეთ ბოლომდე გასაციებლად.

2. 2 კოვზი ნაღები შეურიე ხსნად ყავას, დაამატე ხაჭო და 50 გ შაქრის პუდრა. ათქვიფე ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. ცალკე ათქვიფე დარჩენილი ნაღები და შაქრის პუდრა.

4. აიღე გამჭვირვალე ჭიქები და მასში ნახევრამდე ჩაასხი ეს ხაჭოს მასა.

5. ზემოდან გაუკეთე შოკოლადის მინანქრის თხელი ფენა და შეავსე ჭიქები ათქვეფილი ნაღებით.

6. შედგი დესერტი მაცივარში მინიმუმ 15 წუთით, სუფრაზე მიტანის წინ მორთე სხვადასხვა კენკრით ან შოკოლადის ნატეხებით.

უნაზესი ხაჭოს დესერტი პირდაპირ დნება პირში. მთლიანად დატკბით ამ შესანიშნავი არომატებით და ნაზი ყავის გემოთი, შემდეგ კი აიღეთ მომდევნო პორცია.

თუ დაგაინტერესათ ამ ტკბილეულმა, სცადეთ თქვენს მისი მომზადება. სტატია კი მეგობრებსაც გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: