მთავარი ჯანმრთელობა როგორ მოვიშოროთ მარილოვანი ჩანართები კისრის მიდამოდან

როგორ მოვიშოროთ მარილოვანი ჩანართები კისრის მიდამოდან

by Keti

მარილოვანი ჩანართები კისრის მიდამოზე – ეს არის ხერხემლის კისრის განყოფილების ნაწილის ოსტეოქონდროზი. იმის გამო, რომ ხერხემლის ეს ნაწილი ორგანიზმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამ მიდამოში არსებული დარღვევები იწვევს სერიოზულ პრობლემებს მთელ ორგანიზმში.

კისრის მიდამო წარმოადგენს იმ სისხლძარღვებისა და ნერვების იმ განლაგების ადგილს, რომლებიც კვებავს სახისა და თავის ქალას ქსოვილებს.

გარდა ამისა, ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლის შედეგად იწყება თავის ტკივილები, კიდურების დაბუჟება, კუნთების სისუსტე და სხვა.

თქვენ დაგჭირდებათ

  • კარტოფილი
  • თაფლი
  • წიწვის ზეთი

მოამზადეთ კომპრესი კისრის მიდამოსთვის

უმი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე და შეურიეთ თაფლს პროპორციით 1:1. დაიდეთ კისრის მიდამოზე და მხრის სარტყელზე აღნიშნული მასის კომპრესი. ზემოდან დაადეთ ქაღალდი ან პოლიეთილენის პარკი, თბილი ქსოვილი და დააფიქსირეთ.

კომპრესი დაიტოვეთ 2 საათით. შემდეგ მოიხსენით და გაიმშრალეთ ის თბილი ხელსახოცით. ბოლოს შეიზილეთ წიწვის ზეთი.

მკურნალობის კურსის ბოლომდე მისაყვანად ჩაიტარეთ 7-10 პროცედურა. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!