მთავარი სილამაზე სახლში მოსამზადებელი ნიღბების რეცეპტები თმის დასატენიანებლად

სახლში მოსამზადებელი ნიღბების რეცეპტები თმის დასატენიანებლად

by Keti

დროთა განმავლობაში შესაბამისი მოვლის გარეშე თმა ხდება მშრალი, მტვრევადი და უსიცოცხლო. თმას სჭირდება კვება და დატენიანება. ჩვენ დღეს გთავაზობთ ეფექტურ დამატენიანებელ ნიღბებს თმისთვის. ეს არის მარტივი რეცეპტები, რომლებიც თქვენს თმას მიანიჭებს სიცოცხლეს და ასევე შეაჩერებს მათ ცვენას.

კვერცხის ნიღაბი ზეითუნის ზეთით

ათქვიფეთ მიქსერით ერთი კვერცხის გული და 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი. წაისვით ნარევი თმის ძირებიდან მის ბოლოებამდე. დაიფარეთ პოლიეთილენის პაკეტი და დააყოვნეთ ნახევარი საათი. შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.

ნიღაბი სოიოსა და აბუსალათინის ზეთით

აურიეთ პატარა ჯამში 2 ჩ. კ. აბუსალათინის ზეთი და ერთი ჩ. კ. სოიოს ზეთი. წაისვით ნარევი ტენიან თმაზე და დაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი. შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი. დაიტოვეთ ნიღაბი ნახევარი საათით, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.

ზეითუნის ზეთის, თაფლისა და მარწყვის ნიღაბი

ეს ნიღაბი გიხსნით თმის გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში. ბლენდერში შეურიეთ 20 ცალი მარწყვი, 2 ს. კ. თაფლი და 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი. მიიღეთ ერთგვაროვანი მასა და წაისვით ის თავის კანსა და თმაზე. დააყოვნეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ეფექტურია ზღვის წყლით გამომშრალი თმის შემთხვევაშიც.

ნიღაბი თაფლითა და ნუშის ზეთით

თუ თმის ბოლოები გეყოფათ, შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი ნიღაბი: შეურიეთ ერთი ს. კ. ნუშის ზეთი და ერთი ს. კ. თაფლი. წაისვით ნარევი თმის ბოლოებზე და დააყოვნეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნუშის ზეთი სწრაფად გააცოცხლებს თქვენს მშრალ თმას.

ნიღაბი ავოკადოთი

ღრმა თასში შეურიეთ ერთი კვერცხის გული, 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი და ერთი მწიფე ავოკადოს რბილობი. მიღებული ფაფა წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და შემდეგ პირსახოცი. დაიტოვეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა თვეში 3ჯერ, რათა სწრაფი შედეგი მიიღოთ.

ნიღაბი ქოქოსის რძით

ქოქოსის რძე ტენიანობის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. ის სწრაფად აღადგენს თქვენს დაზიანებულ თმას. შეურიეთ 200 მლ ქოქოსის რძე და ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი. წაისვით ის თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ 20 წუთით. საშუალება ჩამოიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით.

ნიღაბი არგანის ზეთით

ერთმანეთს შეურიეთ ერთი ს. კ. თაფლი, ერთი ს. კ. არგანის ზეთი და 100 მლ ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა შეიზილეთ თმის კანში და წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. ეს ნიღაბი გამოიყენეთ მინიმუმ კვირაში ერთხელ. არგანი აღადგენს თმის სტრუქტურას, თაფლი არბილებს მას, ზეითუნის ზეთი კი – ატენიანებს.

ჩამოთვლილი თმის ნიღბები დააკმაყოფილებს თქვენი თმის ყველა მოთხოვნილებას. თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებით კონდიციონერების ან სხვა დამატენიანებელი სპრეის ყიდვა. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: