მთავარი რჩევები რაშია ხშირი და ჯანსაღი თმის საიდუმლო?

რაშია ხშირი და ჯანსაღი თმის საიდუმლო?

by Keti

ლამაზი თმა ნებისმიერი ქალის თავდაჯერებულობის საიდუმლოა. საჭიროა ძვირი საშუალებების გამოყენება ამ მიზნით? ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გაიხშიროთ თმა სახლის პირობებში. თმის მდგომარეობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: წყლის ხარისხი, ფენის მუდმივი გამოყენება, კვება. ჩვენ გთავაზობთ სახლში მოსამზადებელ 5 ნიღაბს, რომელიც დაგეხმარებათ ხშირი და აბრეშუმისებური თმის ჩამოყალიბებაში.

როგორ გავხადოთ თმა უფრო ხშირი

საფუარის ნიღაბი

მის მოამზადებლად დაგჭირდებათ ერთი ჩ. კ. საფუარი, ერთი ს. კ. თაფლი და ერთი ჭიქა თბილი რძე. შეურიე ყველა კომპონენტი და დადგი თბილ ადგილას ერთი საათით. ნიღაბი წაისვი თმის ძირებზე და გაანაწილე მის მთელ სიგრძეზე. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანე თმა. შეგიძლია გადაივლო როზმარინის ან ჭინჭრის ნახარში ვაშლის ძმრით.

კეფირისა და კვერცხის გული ნიღაბი

ეს ნიღაბი დაგეხმარება თმის ზრდაში და მისი ძირების გამაგრებაში. შეურიე 2 კვერცხის გული, ერთი ჭიქა კეფირი და ერთი ს. კ. მდოგვი. წაისვი თმის ძირებზე და მის მთელ სიგრძეზე. თმა შეიფუთე, ერთი საათის შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანე. გადაივლე სალბის ნახარში.

ზეთისა და ლიმონის წვენის ნაღები

მისი გამოყენებით თმა უფრო ხშირი ხდება. გამოგადგებათ ნებისმიერი ზეთი, მაგალითად, ზეითუნის, ნუშის, აბუსალათინის. შეურიე ცოტა ზეთი ლიმონის წვენს და შეიზილე თავის კანში. შეიფუთე თმა ნახევარი საათით და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანე.

კეფირისა და კაკაოს ნიღაბი

ეს საშუალება ძალიან სწრაფად მზადდება. შეურიე ერთი ჭიქა კეფირი, ერთი ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი და ერთი კვერცხი. შეიზილე ნარევი თავის კანში და გაინაწილე მთელ სიგრძეზე. შეიფუთე ერთი საათით. შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანე.

ნიღაბი წითელი წიწაკით

ყველაზე პიკანტური ნიღაბი ჩვენ ბოლოსთვის შემოვინახეთ. იგი კარგად ამაგრებს თმას. შეურიე 50 მლ ოროვანდის ზეთი და ნახევარი ჩ. კ. წითელი დაფქული პილპილი. ნარევი შეიზილე თავის კანში და დაიტოვე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანე და გადაივლე ბალახების ნახარში.

როგორც ხედავ, თმის შინაური ნიღბები საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. შეარჩიე ის საშუალება, რომელიც ყველაზე მეტად გიხდება შენ და გამოიყენე რეგულარულად. რამდენიმე კვირის შემდეგ შედეგს დაინახავ. უპირატესობა მიანიჭე რძემჟავა პროდუქტებს. რძის ცილა თმას ანიჭებს სიხშირეს და მორჩილებას. და დაივიწყეთ ფენი!

გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: