მთავარი რჩევები რაც ინგლისურის სწავლა დავიწყე ამ მეთოდით, შექსპირს ორიგინალში ვკითხულობ. მარტივი და ბუნებრივია.

რაც ინგლისურის სწავლა დავიწყე ამ მეთოდით, შექსპირს ორიგინალში ვკითხულობ. მარტივი და ბუნებრივია.

by Keti

ინგლისური ენის პრაქტიკა თვითიზოლაციის პერიოდში შესანიშნავი საქმიანობაა. ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე მარტივი სავარჯიშო, რომლებიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

სერიალები

ყველაზე მარტივი და სასიამოვნო მეთოდი ლექსიკის გაფართოებისთვის არის სერიალების ყურება ინგლისურ ენაზე, მით უფრო, თუ სუბტიტრებს დაიხმართ.

კითხვა

კითხვა შედარებით რთულია ინგლისურ ენაზე, რადგან აქ სუბტიტრები არ არის და თავად უნდა გაერკვეთ. სამაგიეროდ მეტ სარგებლობას მიიღებთ.

კროსვორდები

კროსვორდების შევსება ინგლისურ ენაზე ბევრი სიტყვის სწორ დამწერლობაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, განავითარებს თქვენს ერუდიციას და სასიამოვნო საქმეა.

ინფორმაციის მოძიება

თუ რაიმე ინფორმაციის მოძიებას დააპირებთ, სცადეთ ის ინგლისურ ენაზე. ამ მეთოდით უფრო მეტ ახალ სპეციალურ ტერმინს ისწავლით.

საგნების აღწერა

დღეში თუნდაც რამდენიმე წუთი დაუთმეთ რაიმე ნივთის აღწერას ინგლისურ ენაზე. რაც უფრო ფართო იქნება ეს აღწერა, მით უკეთესი.

საბავშვო ლექსები, გამონათქვამები

მათ შესწავლაზეც მცირე დრო დაგეხარჯებათ. სამაგიეროდ ბევრ ახალ სიტყვას ისწავლით. მით უმეტეს, თუ ხმამაღლა წარმოთქვამ მათ, ასე მეტყველებასაც გაიუმჯობესებთ.

სიტყვები

ნებისმიერი ენის საფუძველს სიტყვები წარმოადგენს. ამიტომ დღეში თუნდაც 10 წუთი დაუთმეთ ახალი სიტყვების შესწავლას. ხმამაღლა იმეორეთ ისინი და ეცადეთ მათი საშუალებით შეადგინოთ წინადადებები.

იდიომები

სიტყვების გარდა უდავოდ ღირს ყველაზე გავრცელებული იდიომებისა და ფრაზული ზმნების შესწავლა, ეს დაგეხმარებათ უცხოელთან კომუნიკაციის გაიოლებაში.

აუდიო მასალები

მათთვის, ვინც ინფორმაციას სმენით უფრო უკეთ აღიქვამს, არსებობს აუდიო მოსმენის მეთოდი. უსმინეთ დიქტორს და გაიმეორეთ მასთან ერთად. სჯობს, საკუთარი მეტყველება დიქტოფონზე ჩაწეროთ და შემდეგ მოუსმინოთ.

აზრები ინგლისურად

ეს ყველაზე რთული პუნქტია. როცა დიდი რაოდენობით სიტყვების მარაგს დააგროვებთ და შეძლებთ წინადადებების შედგენას, ეცადეთ იაზროვნოთ უცხო ენაზე. ასეთი ვარჯიში საშუალებას მოგცემთ, რომ ინგლისური თქვენთვის მეორე მშობლიური ენა გახდეს.

იგივე მეთოდები შეგიძლიათ სხვა ენების სწავლის დროსაც გამოიყენოთ. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: