მთავარი რჩევები ძაფის ყვავილების დამზადება ნართისთვის ჩანგლის დახმარებით

ძაფის ყვავილების დამზადება ნართისთვის ჩანგლის დახმარებით

by Keti

ხელსაქმე მრავალი თქვენგანისთვის ალბათ საყვარელი ჰობია. მაგალითად ქარგვა, ჭრა-კერვა. ჩვენ გასწავლით საინტერესო ტექნიკას, რომლითაც თქვენ შეძლებთ იოლად დაამზადოთ ყვავილები ძაფებისგან ნართისთვის, ჩანგლის დახმარებით.

ეს საქმიანობა ბავშვებისთვისაც სასიამოვნო იქნება, ისინი კარგად გაერთობიან. მთავარია მახვილი საგნით არ დაზიანდნენ. ან შესაძლებელია პლასტიკური ჩანგლის გამოყენება. წარმოიდგინეთ როგორ გაუხარდებათ, როცა კედელზე მათ მიერ დამზადებული სურათი ეკიდება.

როგორ მოვამზადოთ ყვავილები ძაფებისგან

დაგჭირდებათ მხოლოდ 3 რამ: ფერადი ძაფები ნართისთვის, ჩანგალი და კარგი განწყობა. მზად ხართ? დავიწყოთ. ძაფის ბოლოს გააკეთეთ კვანძი და დატოვეთ პატარა კუდი.

გააკეთეთ ძაფისგან მარყუჟი და წამოაცვი ჩანგალს. ბოლო ყოველთვის მარყუჟის ქვეშ უნდა იყოს. გაიმერეთ ასე 9ჯერ.

დატოვე დაახლოებით 15 სმ და ძაფი გადაჭერი. ბოლო დააწებე სკოჩით და ზედმეტი მოაჭერი. აიღე დიდყუნწიანი ნემსი და გაუყარე მასში ძაფი, სკოჩი კი გადაჭერი.

გაუყარე ნემსი ქვემოდან ზემოთ მარყუჟებში, კვანძების საწინააღმდეგო მხარეს. აკურატულად გაჭიმე და დააფიქსირე ძაფის ბოლო.

მომავალი ყვავილი მოხსენი ჩანგლიდან და მოაჭერი ყველაფერი ზედმეტი. თითებით გააცალკევე ძაფები სხვადასხვა ფურცლებად.

ნაპირები შეაერთე, ნაკეთობა უკვე მზადაა. ყვავილის შუაში მიაკერე რაიმე პატარა მძივი.

გააკეთე კიდევ რამდენიმე ყვავილი ამავე მეთოდით, მაგრამ გამოიყენე სხვა შეფერილობის ძაფები. მათი საშუალებით შექმენი შენი სურათი.

დარწმუნებულები ვართ, მალე შენი სახლი სხვადასხვა ფერის ყვავილებით დაიწყებს ნათებას. მათი საშუალებით ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა საჩუქრის გაფორმება. საკუთარი ხელით გაკეთებული ყოველთვის სჯობს ნაყიდს. გააოცე ყველა შენი ხდელოვნებით და გაატარე ხალისიანად კარანტინის დღეები!

გაუზიარეთ ეს სტატია შენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: