მთავარი რჩევები მელამინის ღრუბელი: საუკეთესო საყოფაცხოვრებო დამხმარე ნივთის გამოყენების მეთოდები

მელამინის ღრუბელი: საუკეთესო საყოფაცხოვრებო დამხმარე ნივთის გამოყენების მეთოდები

by Keti

არცთუ ისე დიდი ხნის წინ საყოფაცხოვრებო ქიმიის ბაზარი მელამინის ღრუბელმა დაიპყრო. ის მარტივი და ეფექტური გამოსაყენებელია, თუმცა ასევე საფრთხილოც, რადგან მელამინი საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა.

მელამინი შედგება სუსტად ხსნადი კრისტალებისგან, რომლებიც აქაფებისას წარმოქმნის ხაოებს და შედეგად ადვილად უმკლავდება რთულ ლაქებს.

მელამინის ღრუბლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სხვა ქიმიური საშუალების გამოყენება აღარ გჭირდებათ. ღრუბელი ისე ასუფთავებს რთულ ლაქებს, რომ ზედაპირი არ ზიანდება.

გამოყენების წესები

მელამინის ღრუბელი აუცილებლად ხელთათმანებით უნდა გამოიყენოთ. თუ სულ პატარა ლაქა უნდა გაწმინდოთ, უმჯობესია ღრუბელს პატარა ნაჭერი მოაჭრათ მაკრატლით, რომელსაც სამზარეულოში არ იყენებთ.

ზოგჯერ ღრუბელი თბილ წყალში უნდა ჩაალბოთ, თუმცა მისი გაწურვა არ შეიძლება, რათა არ დაირღვეს ღრუბლის სტრუქტურა და დიდხანს გაძლოს.

ჭუჭყი უმჯობესია გაწმინდოთ არა მთლიანი ღრუბლით, არამედ მისი ერთი ნაწილით. გაწმენდის შემდეგ ზედაპირი უნდა გარეცხოთ სველი, ხოლო შემდეგ მშრალი სალფეტკით.

გამოყენების ზონები

მელამინის ღრუბელი ადვილად აცილებს მელნის, ფლომასტერისა და მარკერის ლაქებსაც. კარგად უმკლავდება დაჩხაპნილ კედლებსა და შპალერს, ასევე ჩარჩოებს. ღრუბელი შეუცვლელია აბაზანაშიც. იოლად აცილებს საპნის ნალექს და ჟანგს. სამზარეულოში მისი დახმარებით შეგიძლიათ გაწმინდოთ ქურა და კედლები ცხიმის ლაქებისგან.

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ეს ღრუბელი ჭურჭლის რეცხვის დროს!

მელამინის ღრუბელი ეფექტურია იატაკის ლაქების ამოყვანის დროსაც. მისი საშუალებით ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ ავეჯიც.

მელამინის მავნებლობა

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ეს ნივთიერება თირკმლებში ილექება და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. ამიტომ არ გამოიყენოთ ის ჭურჭლის რეცხვისას. რა თქმა უნდა, ღრუბელი არ გამოიყენება სხეულის დაბანის დროსაც.

საფრთხის გათვალისწინებით ის უნდა შეინახოთ პროდუქტებისგან და ბავშვებისგან მოშორებულ ადგილას.

რა არ უნდა გაწმინდოთ

მელამინის ღრუბელს შეუძლია დააზიანოს ზოგიერთი ზედაპირის საფარი. მაგალითად, მისი გამოყენება არ შეიძლება ქვის ზედაპირების ან უჟანგავი საგნების წმენდის დროს.

გარდა ამისა, მელამინს შეუძლია დააზიანოს ტაფის დამცავი ზედაპირები.

მიუხედავად იმისა, რომ მელამინის ღრუბელი კარგად წმენდს ტექნიკას, არ შეიძლება მისი გამოყენება მონიტორების გასუფთავებისას, ასევე ავტომობილების წმენდისას. გამონაკლისია ავტომობილის წინა ნაწილზე გაჩენილი განსაკუთრებით მდგრადი ლაქები, რომლებსაც მწერები იწვევენ.

მთლიანობაში, სწორი გამოყენების შემთხვევაში მელამინის ღრუბელი შესაძლოა გახდეს ფასეული მოკავშირე სახლის დალაგების პროცესში. მისგან მოყენებული საფრთხე შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ და სამაგიეროდ მიიღოთ სუფთა სახლი.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: