მთავარი რჩევები სანამ ნაგავში მოისვრით. აი, როგორ გამოვიყენოთ კვერცხის კონტეინერი.

სანამ ნაგავში მოისვრით. აი, როგორ გამოვიყენოთ კვერცხის კონტეინერი.

by Keti

ნაკვეთის გაფორმებისთვის უკეთესია ბეტონის ყვავილის ქოთნები. ისინი პლასტიკურ ქოთნებთან შედარებით საკმაოდ მყარია და უფრო მდიდრულადაც გამოიყურება. თუმცა საუკეთესო ქოთნები გამოდის კვერცხის მუყაოს კონტეინერისგანაც. მათგან შესაძლოა მომზადდეს საკმაოდ უჩვეულო ქოთნები, რომლებიც ძალიან განსხვავდება მრგვალი და სხვა სტანდარტული ფორმებისგან.

ჩვენ მოგიყვებით როგორ დაამზადოთ ისინი მარტივად. ეს ძალიან სახალისოა.

თქვენ დაგჭირდებათ

  • ცემენტის ხსნარი
  • 2 ყუთი – დიდი და პატარა
  • კვერცხის მუყაოს ყუთი
  • ინსტრუმენტები: მაკრატელი, დანა და ნიჩაბი

მომზადების წესი

კვერცხის ყუთებს შემოვაჭრათ ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მათი დიდ ყუთზე დადგმა. ყუთის ფსკერს კვერცხის კონტეინერებს შორის ვფარავთ 3-5 სმ სისქის ცემენტის ხსნარით.

შემდეგ ზუსტად ცენტრში ვათავსებთ ყუთს, რომელიც წინასწარ არის ავსებული ქვიშით. კვერცხის კონტეინერებსა და ყუთს შორის სივრცეში ვასხამთ ცემენტის ხსნარს.

სანამ მომავალი ქოთანი გამყარდება, უნდა იფიქროთ მის დასადგმელ ფეხებზე. ეს შესაძლოა იყოს პლასტიკური ბოთლების ყელი ან იგივე მუყაოს ყუთის ნარჩენები.

შემდეგ მოაშორეთ მთელი კარდონი, ეს რთული არ იქნება, რადგან ის მთლიანად გაჟღენთილია ნამით და იოლად მოსცილდება. არ დაგავიწყდეთ ფსკერზე 1-2 სადრენაჟო ხვრელის გაკეთება. შემდეგ მიამაგრეთ ფეხები და დაუცადეთ, სანამ საბოლოოდ გამყარდება მთელი კონსტრუქცია.

შედეგი

უჩვეულო დიზაინი ხაზს გაუსვამს მცენარის სილამაზეს. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ საღებავი, რათა ქოთანი მაქსიმალურად ჩაჯდეს ინტერიერში.

მსგავსი ტექნოლოგია შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფორმის და მასალის ქოთნის დასამზადებლად. თუმცა თუ მუყაოს არ გამოიყენებთ, სხვა მასალა უნდა დაასველოთ, მაგალითად, ზეთით, რათა შემდეგ ის იოლად მოსცილდეს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!