მთავარი საკითხავი “არ მჯერა ერთდღიანი შენდობის”- მამა პეტრე

“არ მჯერა ერთდღიანი შენდობის”- მამა პეტრე

by guramus

“მე არ მჯერა ერთდღიანი შენდობის
გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, შენდობის დღეს ნუ მეტყვით შენდობას. ვთვლი, რომ ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ, და საერთოდ, საკუთარი თავის გარდა არავის ვაზარალებთ. ის, ვინც სხვას დაუნდობლად ექცევა, პირველ რიგში მისთვის იქნება უზენაესი კანონი დაუნდობელი… რათ მინდა შენდობის თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენდობის დღეა?! არ დაიჯეროთ, მთელი წლის, წელიწადში მოქცეული წუთის და წამის მანძილზე უამრავს ვცოდავთ და დიდი მარხვის ყველიერის კვირას სინანულად ვიღვრებით… არა, ეს ფარისევლობაა… შენდობის და სიყვარულის გამოსავლენად მარტო ერთი დღე არ დაუდგენია იესოს, ჩარჩოში არ გამოუკეტავს და ამ ჩარჩოების სამსხვრევად ჩაქუჩივით სიტყვები არ გამოუგონია სინანულის გარეშე, რადგან სიტყვაზე მეტად ადამიანის მდგომარეობა ქმედებაში ვლინდება…
ამ ერთ დღეში ჩატეულ მთელ ქრისტიანობას ხომ მხოლოდ ისინი აღიარებენ, ვინც სხვისგან ელოდება, როდის დაემხობიან მის ფეხქვეშ და სთხოვენ შენდობას…
სინანული ყოველთვის დროულია და ყველაზე მეტად მაშინ, როცა ჩვენი ქცევით უამრავ სულს ვამახინჯებთ და ვკლავთ…
შენდობა მაშინ მიიღება, როცა მაცხოვრის მარჯვენით გაკრული ავაზაკის სინანული გვექნება…”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: