მთავარი კულინარია ერთი, ორი, სამი და პური მოზელვის გარეშე გამომცხვარია! აი, რეცეპტი

ერთი, ორი, სამი და პური მოზელვის გარეშე გამომცხვარია! აი, რეცეპტი

by Keti

თუ პურის გამოცხობისგან ყოველთვის თავს იკავებდით, რადგან ის რთული მოსამზადებელი გეგონათ, ეს რეცეპტი თქვენთვის არის. მისი წყალობით თქვენ შეძლებთ ახლობლების გახარებას ნოყიერი და სურნელოვანი პურით თუნდაც ყოველდღე. თანაც არ დაგჭირდებათ ცომის ხანგრძლივი ზელვა!

პურის შიგთავსი საკმაოდ სველი გამოდის, აქვს დიდი ფორები და სქელი ხრაშუნა ქერქი. ის განსაკუთრებით მოეწონებათ ჩიაბატას – იტალიური თეთრი პურის – ფანებს. ახალი საფუარი შეგიძლიათ შეცვალოთ მშრალით, მოცემული რაოდენობის ფქვილისთვის 4 გრამიც საკმარისი იქნება (დაახლოებით 3-4 ს. კ.).

ინგრედიენტები

  • 530 გ ფქვილი
  • 10 გ საფუარი
  • 420 მლ წყალი
  • 1 ჩ. კ. მარილი

მომზადება

  1. საფუარი გახსენით თბილ წყალში (37-39 გრადუსში). ფქვილი გაცერით ღრმა ჯამში, დაამატეთ მას მარილი და ჩაასხით გახსნილი საფუარი. მოზილეთ საშუალო კონსისტენციის ცომი. დააფარეთ ჯამს ცელოფანი ისე, რომ იქ მცირე რაოდენობის ჰაერმაც შეაღწიოს და დატოვეთ 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე.
  2. 2 საათის შემდეგ ცომი 2ჯერ უნდა ამოვიდეს და მის ზედაპირზე ბევრი ბუშტი იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ცომი აღარ უნდა მოიზილოს, ამიტომ დააფარეთ ჯამს ცელოფანი ან თავსახური და პირდაპირ შედგით მაცივარში მთელი ღამით.
  3. დილით გამოიღეთ საჭირო რაოდენობის ცომი. ნაკლებად რომ დაგეწებოთ, ხელები ფქვილში ამოივლეთ. კარგად დაამრგვალეთ ცომი.
  4. ცომის ბურთულა დადეთ საცხობ ცელოფანზე, რომელიც ფქვილით იქნება გათეთრებული და დატოვეთ 40-60 წუთი. თავზე დახურება საჭირო აღარ არის. პარალელურად გაახურეთ ღუმელი 235 გრადუსზე.
  5. გააკეთეთ ცომზე 3 ჭრილი, გადააბრუნეთ ის საცხობზე საკვებ ქაღალდთან ერთად და შედგით ღუმელის შუა იარუსზე. ქვედა იარუსზე დადეთ კიდევ ერთი ლანგარი, რომელზეც დასხმული იქნება 1,5 ჭიქა ცხელი წყალი – ასე აბაზანის ეფექტი შეიქმნება. აცხვეთ პური 45 წუთით, შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და დატოვეთ გასაციებლად.

სახლში გამომცხვარი პურის ცომი შეგიძლიათ 2 კვირით შეინახოთ მაცივარში, არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია მასზე ცელოფნის დაფარება, რათა არ გაფუჭდეს. გაუმასპინძლდით ახლობლებს და რეცეპტი კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ, დარწმუნებულები ვართ, ის ყველა პურის მოყვარულს მოეწონება!