მთავარი კულინარია მას შემდეგ, რაც ბადრიჯნის ტრადიციული რეცეპტები ყელში ამომივიდა, ეს სიახლე მოვიფიქრე

მას შემდეგ, რაც ბადრიჯნის ტრადიციული რეცეპტები ყელში ამომივიდა, ეს სიახლე მოვიფიქრე

by Keti

ეს პიკანტური და გემრიელი სალათა ძველი კულინარიის წიგნებშიც შეგვხვდება, ადრე მას ,,ტურანდოტი” ერქვა. კერძი გამოდის საკმაოდ ნაზი და ვიზუალურად ძალიან ლამაზი. ერთხელ თუ მოამზადებთ, აუცილებლად შეგიყვარდებათ და ხშირად მოგინდებათ მისი გემოს გახსენება. მთავარია სცადოთ და რეცეპტის მიხედვით მოამზადოთ.

ის შესახედაობით ჰგავს იტალიურ კაპრეზეს სალათას, თუმცა ამ სალათის ინგრედიენტებს შორის არის ბადრიჯანიც. მისი გემო კი დაუვიწყარია.

ინგრედიენტები

  • 100 გ კრეკერები
  • 3 ცალი პომიდორი
  • 3 კბილი ნიორი
  • ერთი ცალი ბადრიჯანი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ბადრიჯანი 0,5 სმ სისქის რგოლებად, მოაყარეთ მას მარილი და დააყოვნეთ 15 წუთით. შემდეგ შეწვით ისინი ტაფაზე, მზესუმზირის ზეთში, სანამ ქერქი არ გაუვარდისფრდება.

2. გახეხეთ ყველი საშუალო ზომის სახეხზე, დაამატეთ მას მაიონეზი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაპრესილი ნიორი.

3. ცარიელ ჯამში დააწყვეთ კრეკერები, ზემოთ კი დადეთ შემწვარი ბადრიჯანი.

4. მოათავსეთ ბადრიჯანზე მაიონეზის მასის ნახევარი, მის ზემოთ კი რგოლებად დაჭრილი პომიდვრები დააწყვეთ. შემდეგ კვლავ წაუსვით მაიონეზის მასა. შედგით კერძი მაცივარში 15-20 წუთით. მზად არის!

კერძი შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო ცხარე, მაგალითად, ცოტა მეტი ნივრის ან შავი პილპილის დამატებით.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შემოთავაზებული ლამაზი სალათა გემოთიც ძალიან მოგეწონებათ. თუ ასე იქნება, გაუზიარეთ ეს ახალი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!