მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ გემრიელი ხაჭოს ორცხობილა: 3 უახლესი რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ხაჭოს ორცხობილა: 3 უახლესი რეცეპტი

by Keti

რა შეიძლება იყოს ფუმფულა და არომატულ ორცხობილაზე უფრო სასიამოვნო საუზმისთვის?! ის მარტივი მოსამზადებელია, თუმცა არის რამდენიმე ნიუანსი, რაც უნდა გაითვალისწინოთ.

გთავაზობთ ხაჭოს ორცხობილების 3 შემოწმებულ რეცეპტს, ერთი მეორეზე უკეთესს!

არაჟანთან ერთად გამომცხვარი ხაჭოს ორცხობილა

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ 9-18%იანი ცხიმიანობის ხაჭო
  • 200 გ 20%იანი ცხიმიანობის არაჟანი
  • 100 მლ 33% ცხიმიანობის ნაღები
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 ს. კ. მანი
  • 2 ს. კ. ფქვილი
  • 3 ს. კ. შაქარი
  • 1/3 ჩ. კ. მარილი
  • ერბო შესაწვავად

მომზადება

  1. ათქვიფე კვერცხი, დაამატე ხაჭო, შაქარი, მარილი, მანი და ფქვილი. კარგად აურიე.
  2. წყალში დასველებული ხელებით გააკეთე 2 სმ სისქის ორცხობილები, შეწვი ერბოში დაბრაწვამდე.
  3. ორცხობილები ერთ ფენად ჩაალაგე ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და დაასხი არაჟნისა და ნაღების ნარევი. გამოაცხე 20 წუთის განმავლობაში 160 გრადუს ტემპერატურაზე. გაციებულს მოასხი თაფლი ან მურაბა.

ხაჭოს ორცხობილა შოკოლადის მინანქრით

ინგრედიენტები

  • 3 ს. კ. შაქრის პუდრა
  • 30 გ კარაქი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 250 გ 20%იანი ცხიმიანობის ხაჭო
  • ერთი ცალი ფორთოხალი
  • 150 გ მწარე შოკოლადი
  • 5-7 ს. კ. ფქვილი
  • 100 მლ ზეთი

მომზადება

  1. ხაჭოს შეურიე კვერცხი, დაამატე ფქვილი და 2 ს. კ. შაქრის პუდრა. აურიე და შედგი მაცივარში 15 წუთით.
  2. ხაჭოს მასით გააკეთე სქელი ძეხვი და დაჭერი 2 სმ სისქის რგოლებად. ამოავლე ფქვილში და შეწვი ზეთში ოქროსფრამდე.
  3. მოამზადე მინანქარი: გაადნე შოკოლადი წყლის აბაზანაზე, აურიე მას კარაქი და ფორთოხლის წვენი. როცა მასა სქელი არაჟნის კონსისტენციის გახდება, გაზი ჩააქრე, მაგრამ მინანქარი დატოვე ორთქლზე.
  4. ორცხობილები გაჭერი განივად, ერთ ნახევარს წაუსვი მინანქარი და დაადე მეორე ნახევარი. მოაყარე შაქრის პუდრა.

ხაჭოს ორცხობილაები მოხარშული კრემით

ინგრედიენტები

  • 500 გ ხაჭო 20%იანი ცხიმიანობით
  • 40 გ ფქვილი
  • ერთი პაკეტი ვანილის შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • ზეთი
  • 120 გ შაქარი
  • 60 გ კარაქი
  • 300 მლ 33% ცხიმიანობის ნაღები
  • 15 გ სახამებელი
  • 2 ს. კ. ლიმონის წვენი
  • შაქრის პუდრა

მომზადება

  1. ხაჭოს შეურიე კვერცხი, ვანილის შაქარი, ერთი ს. კ. ჩვეულებრივი შაქარი, ფქვილი. კარგად აურიე. გააკეთე ორცხობილები და შეწვი ზეთში.
  2. დაალაგე ორცხობილები საცხობ ფორმაზე და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთი.
  3. მოამზადე კრემი: ქვაბში აურიე კვერცხის გულები და დარჩენილი შაქარი, კარაქი, ნაღები და ლიმონის წვენი. დაამატე სახამებელი. დადგი ცეცხლზე და ხარშე გასქელებამდე 7 წუთის განმავლობაში. გაციებული კრემი ათქვიფე.
  4. ხაჭოს ორცხობილებს მოასხი კრემი.

როგორ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტები? მოუყევით თქვენს მეგობრებსაც ხაჭოს ორცხობილების ახლებურად მომზადების შესახებ!