მთავარი კულინარია ფენოვანი ღვეზელი მწვანე ხახვთან ერთად: 15 წუთში მოსამზადებელი რეცეპტი

ფენოვანი ღვეზელი მწვანე ხახვთან ერთად: 15 წუთში მოსამზადებელი რეცეპტი

by Keti

ახალი მწვანე ხახვი პირველია, რაც უნდა ჩართოთ თქვენი გაზაფხულის რაციონში. მწვანე სალათები, მარინადები მწვანე ხახვით, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ღვეზელში შეგიძლიათ მათი კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ჩაწყობა და შიგთავსიც უფრო ნაზი გამოდის. დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა მოამზადოთ ზარმაცი ღვეზელი მწვანე ხახვით.

ზარმაცი იმიტომ, რომ ის კეთდება უკვე გამზადებული ფენოვანი ცომისგან. ეს უფრო მოხერხებული და პრაქტიკულია. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ცომი და მოამზადოთ სხვადასხვა ღვეზელი. გარდა ამისა, ღვეზელი მარტივად იმიტომაც მზადდება, რომ შიგთავსის წინასწარ მომზადება საჭირო არ არის. საკმარისია ინგრედიენტების მხოლოდ დაჭრა.

ინგრედიენტები

  • 350 გ მწვანე ხახვი
  • 120 გ მაგარი ყველი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 350-400 გ ფენოვანი ცომი
  • მარილი გემოვნებით
  • ერთი ს. კ. რძე
  • ერთი ცალი კვერცხის გული
  • სეზამი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ 3 კვერცხი, ცომი გაალხვეთ. ამ დროის განმავლობაში მწვანე ხახვი გარეცხეთ და დაჭერით.

2. ხახვი გადაიტანეთ ღრმა ჯამში, დაამატეთ დაჭრილი კვერცხი, გახეხილი ყველი და მარილი. აურიეთ.

3. ცომი გააბრტყელეთ საკმარისად თხლად 2 ფირფიტის სახით. ერთზე დაალაგეთ შიგთავსი და დააწექით კოვზით.

4. ზემოდან დაადეთ ცომის მეორე ფირფიტა, ნაპირები დააწებეთ და დაჩხვლიტეთ ჩანგლით. ერთი კვერცხის გული შეურიეთ რძეს და ღვეზელს წაუსვით ზემოდან. მოაყარეთ სეზამი სურვილის მიხედვით.

5. ღვეზელი გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში.

როგორც ნახეთ, ეს არა მხოლოდ ხახვიანი, არამედ ყველიანი ღვეზელიც არის. შეგიძლიათ სხვადასხვა ყველის შერჩევაც: ჩედარი, მოცარელა, მდნარი ყველი. ყველა შემთხვევაში სასურველია, რომ დაამატოთ ერთი მწიკვი პარმეზანი, უმნიშვნელო რაოდენობაც კი კერძს მისცემს შესანიშნავ არომატს.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: