მთავარი კულინარია აი, როგორ მოვამზადოთ შესანიშნავი სამწვადე ბასტურმა

აი, როგორ მოვამზადოთ შესანიშნავი სამწვადე ბასტურმა

by Keti

დგება ყველასთვის საყვარელი მწვადების სეზონი – დრო, როცა სახლში ჯდომა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენც ძალიან გვიყვარს წვნიანი, ცეცხლზე მომზადებული მწვადი. ამიტომ დღეს მოგიყვებით განსაკუთრებულ და განსხვავებულ რეცეპტს.

მწვადის მომზადების დროს აქტუალურია საკითხი – როგორ მოვამზადოთ რბილი და წვნიანი ხორცი? ამისთვის საჭიროა სწორი მარინადისა და სწორი ხორცის შერჩევა. ამიტომ უმჯობესია შეარჩიოთ ღორის კისრის ნაწილი, მარინადისთვის კი გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი ღვინო, რადგან ტკბილი ღვინო ცუდად არბილებს ხორცს და არც არომატს აძლევს.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ხახვი
  • 3 კგ ღორის ხორცი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • 120 მლ წითელი მშრალი ღვინო

მომზადება

  1. საღამოს დაჭერით ხორცი მსხვილ ნაჭრებად, ხახვი კი გაფცქვენით და დაჭერით. მოაყარეთ ის ხორცს. ჩაყარეთ დიდ ჭურჭელში, დაამატეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. თავზე დააფარეთ და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
  2. მომზადებამდე 2 საათით ადრე ხორცს მოასხით ღვინო და კვლავ დააფარეთ თავზე. ხორცი გაწურეთ და წამოაცვით შამფურს, შეწვით მომზადებამდე.

აღნიშნული მარინადი აბსოლუტურად სრულყოფილია, თუმცა ზოგი ადამიანი ზოგჯერ დაჭრილ ნიორს და როზმარინს ამატებს. გახსოვდეთ, რომ ხორცის დამარინადება ალუმინის ან ხის ჭურჭელში არ შეიძლება. პირველ შემთხვევაში ლითონი ჟანგდება, მეორე შემთხვევაში კი მარინადს შეიწოვს ხე. საუკეთესო იქნება მინის ან ემალის ჭურჭელი.

შეინახეთ ამ შესანიშნავი მწვადის რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!