მთავარი კულინარია ხაჭოს ღვეზელი მწვანილთან ერთად

ხაჭოს ღვეზელი მწვანილთან ერთად

by Keti

ხაჭოს ღვეზელი – ეს იდეალური გადაწყვეტაა დღის გემრიელი დასაწყისისთვის. ბევრი ადამიანი მიეჩვია მათ ჭამას არაჟანთან ან მურაბასთან ერთად, მაგრამ ისინიც ხომ არსებობენ, ვისაც არ სურს საუზმეზე ტკბილეულის ჭამა, მაგრამ თან ხაჭოს ღვეზელი უყვარს? აქ ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ.

ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ დიეტური და არატკბილი ხაჭოს ღვეზელის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ და ფიგურაზე არ იდარდოთ. გთავაზობთ მოამზადოთ ის განსაკუთრებული რეცეპტით. მარილიანი ხაჭოს ღვეზელი თქვენ ტკბილზე მეტადაც კი მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 300 გ უცხიმო ხაჭო
  • 15 გ კამა
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 35 გ ფქვილი
  • მარილი – გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა ჯამში აურიეთ ხაჭო და კვერცხი, მოაყარეთ მარილი.

2. დააქუცმაცეთ მწვანილი და დაამატეთ ხაჭოს მასას, ჩაყარეთ 25 გ ფქვილი და კარგად აურიეთ.

3. მოამრგვალეთ ხაჭოს ღვეზლები. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 6 ცალი.

4. ამოავლეთ ისინი დარჩენილ (10 გ) ფქვილში და შეწვით ტაფაზე, რომელიც არ მიიკრავს. თუ ასეთი არ გაქვთ, შეწვით ჩვეულებრივ ტაფაში და ჩაამატეთ ცოტა ზეთი.

გილოცავთ, დიეტური და არატკბილი ხაჭოს ღვეზელი უკვე მზადაა! შეგიძლიათ მიიტანოთ მაგიდასთან ნატურალურ იოგურტთან ერთად. ასევე მოუხდება დამატებით მწვანილი და ნიორი. გემრიელად მიირთვით! ჩვენი რეცეპტი კი მეგობრებსაც გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: