მთავარი რჩევები რატომ არ ყიდულობენ აშშ-ში სარეცხის მანქანებს

რატომ არ ყიდულობენ აშშ-ში სარეცხის მანქანებს

by Keti

აშშ-ს ბინებში სარეცხის მანქანებს სხვადასხვა მიზეზის გამო არ აყენებენ. ეს ერთი შეხედვით დაკავშირებულია უხერხულობასთან, რადგან სამრეცხაოში სიარულს ბევრი დრო და ფული სჭირდება. უფრო იოლი არ არის, ერთხელ იყიდო 500-600 დოლარად სარეცხის მანქანა, რასაც თითქმის ყველა ქვეყნის მაცხოვრებელი აკეთებს? ჩვენ შევეცდებით განვმარტოთ ეს საკითხი.

სარეცხი მანქანის დამონტაჟება ამერიკაში

რა თქმა უნდა, ყველა ამერიკელი არ რეცხავს სამრეცხაოში. კერძო სახლების მფლობელები რამდენიმე სარეცხის მანქანასაც კი აყენებენ თავიანთ სარდაფში.

ქალაქის ბინებში კი სარეცხის მანქანები იშვიათად ხვდება. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ამის ამკრძალავი კანონი არსებობს.

არის რამდენიმე მიზეზი, რომლის გამოც ოჯახური საცხოვრებლის მფლობელები არ ამონტაჟებენ სარეცხის მანქანებს. ერთ-ერთი მათგანი არის მოხერხებული და ხელმისაწვდომი სამრეცხაოების ფართო ქსელი.

რატომ არ ამონტაჟებენ სარეცხის მანქანებს ამერიკულ ბინებში

1. საცხოვრებლის მფლობელები თავს იზღვევენ და თვლიან, რომ მანქანის დამონტაჟებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახლის შიდაავარია, რაც ჯარიმებს უკავშირდება.

სურვილის შემთხვევაში მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოითხოვონ სარეცხის მანქანის მონტაჟის ნებართვა, მაგრამ ამ დროს ყოველთვიური გადასახადიც საკმაოდ მატულობს.

2. მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობებისას გათვალისწინებული არ არის სარეცხის მანქანის დამონტაჟებისთვის საჭირო კომუნიკაციები. თვითნებური მიერთება კი სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

3. ამერიკელები სარეცხს თოკებზე არ ფენენ. ხოლო საშრობის მიერთება რთულდება გამწოვი ვენტილაციის არარსებობის გამო.

4. დიდი როლი ენიჭება ხმაურის ფაქტორს, რაც შესაძლოა გახდეს მეზობლების უკმაყოფილების მიზეზი.

5. აშშ-ში წყალი ძვირია. საზოგადოებრივ სამრეცხაოებში რეცხვა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე საკუთარი სარეცხის მანქანით.

6. მობილური ამერიკელები ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. ამიტომ მათთვის მსხვილი ტექნიკის შეძენა მომგებიანი არ არის.

ამერიკული სამრეცხაოები

ამერიკაში თანამედროვე სამრეცხაოები მუშაობს დღე-ღამის განმავლობაში და მდებარეობს საკმაოდ მოსახერხებელ ადგილებზე. მათ აქვთ საშრობებიც და საუთოებლებიც, უფასო ვაიფაი, ტელევიზორები და ყავის ავტომატები. სარეცხის მანქანები ნებისმიერი ზომისაა. პროცესის დაჩქარებისთვის შესაძლოა რამდენიმე მანქანის დაკავებაც. ერთდროულად შესაძლებელია ტანსაცმლის გაშრობა, გაუთოება და სუფთა ტანსაცმლის ერთი კვირის მარაგით სახლში დაბრუნება.

სამრეცხაოში შესაძლებელია ახალი ადამიანების გაცნობა, მათთან საუბარი. რეცხვის პერიოდში შესაძლებელია საყიდლებზე გასვლა ან მეზობელ კაფეში წახემსება.

აშშ-ში ჩამოყალიბდა უიქენდზე, სამრეცხაოში, ოჯახებითა და მეგობრებით ერთობლივი სიარულის მთელი ტრადიცია. ამგვარად რეცხვა გახდა ერთფეროვნებისგან გათავისუფლების ერთგვარი საშუალება.

როგორც ხედავთ, სარეცხის მანქანის ქონა ამერიკაში არ იკრძალება, მაგრამ მრავალნი მისდევენ ტრადიციას და სარგებლობენ სამრეცხაოებით. მომხმარებელი სასიამოვნოდ ატარებს დროს და სანაცვლოდ იღებს სუფთა და მშრალ თეთრეულს, თან ზოგავს ძვირადღირებულ ელექტროენერგიას და წყალს.