მთავარი საკითხავი როგორ გამოიყურება იაპონური მატარებლები შიგნიდან და რატომ აოცებენ ისინი ტურისტებს

როგორ გამოიყურება იაპონური მატარებლები შიგნიდან და რატომ აოცებენ ისინი ტურისტებს

by Keti

რკინიგზა იაპონელი მგზავრების მთავარი ტრანსპორტია. 51დან 45 ყველაზე დაკავებული სადგური იქ არის. იაპონიის პროგრესი ტექნოლოგიაზე არ ჩერდება, ის ასევე მოიცავს ადამიანთა კომფორტულ ცხოვრებას, ამის შესანიშნავი მაგალითი კი იაპონური მატარებლებია.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე სახის მატარებლის შიდა სამზარეულოს.

მზის ამოსვლის ექსპრესი

მზის ამოსვლის ექსპრესი არის იაპონიის ღამის მატარებელი. ის შედგება მზის ამოსვლის იზუმოსა და მზის ჩასვლის სეტოსგან. ეს 2 მატარებელი ტოკიოდან ოკაიამას გზაზე მიდის, იქ მათი გზა იყოფა და განსხვავებული მიმართულებით მიდიან. მზის ამოსვლის იზუმო მიდის იზუმოში, მზის ჩასვლის სეტო კი ტაკამაცუში. უკანა გზაზე, მატარებლები კვლავ წყვილდებიან ოკაიამაში და ტოკიოსკენ მიემართებიან.

ამ მატარებლით მგზავრობა ამაღელვებელი კულტურული გამოცდილებაა იაპონურ ცხოვრებაში, აგრეთვე ამ დროს მგზავრს ეძლევა შესაძლებლობა, ნახოს გასაოცარი პეიზაჟები.

პირველი კლასი

ამ მატარებელს 6 ტიპის საცხოვრებელი აქვს.

მდიდრული განყოფილება, იგივე A კლასი – ეს არის მყუდრო ოთახი ერთი ადამიანისთვის. იქ არის მაგიდა, სკამი და პირადი ნიჟარა საწოლის გვერდით. იქ ასევე აქვთ სინათლე და რადიო, მგზავრი იღებს უფასო შხაპს, ჩუსტებს, საბანაო ხალათს და საპირფარეშოს ნივთებს.

ეს ოთახი ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს მოძრავ სასტუმროს ოთახში ხარ, ამავე დროს, გარეთ არსებული საოცარი ხედებით ტკბები. თუ მაქსიმალური კომფორტი და განმარტოება მოგწონთ, ეს ოთახი თქვენთვის არის.

მეორე კლასი

სხვა ტიპის საცხოვრებელი ოთახები B კლასს ეკუთვნის: ამომავალი მზის ტყუპები, მარტოსული ტყუპები, მარტოსული ოთახი და სოლო ოთახი. ისინი ერთი ან 2 ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველივით კომფორტული არ არის, ატმოსფერო იგივენაირია, თან უპირატესობაც აქვს – იქ ერთდროულად 2 ადამიანს შეუძლია დარჩენა.

და რა იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე მეგობრებთან ერთად პატარა ოთახში მოგზაურობაა? ჩვენ ვიცით: ეს ნობინობია.

ნობინობი

ნობინობის ბოლო ტიპი საძილე ტერიტორიაა. ის 2 ადგილიან სივრცეს მოიცავს, დასაწოლები კი გამიჯნულია ერთმანეთისგან პატარა ხის საწოლებით, აგრეთვე არის ფანჯრები ბუნებისა და ქალაქების დასათვალიერებლად. ადგილები საკმაოდ კომფორტულია დასაძინებლად.

6 წუთიანი შხაპი

აქ ასევე არის საპირფარეშოები, წყლის აპარატები, მოსაწევი კაბინები და შეზლონგები. მატარებელში გორგოლაჭებიანი სავარძლითაც შესაძლებელია სიარული.

შხაპში უცნაური და საინტერესო რაღაცები ხდება. თქვენ უნდა იყიდოთ სპეციალური ბარათი, თუ შხაპის მიღება გინდათ. წყალი მხოლოდ 6 წუთით მოდის, თან ტაიმერზეა დანიშნული. ეს პატარა გამოწვევაა, დაცალო შამპუნი და საპონი, სანამ დრო ამოიწურება.

და იაპონური დასუფთავების ტრადიციის მიხედვით, როცა ყველაფერს მორჩებით, აწვებით ავტომწმენდავის ღილაკს.

მოგინდათ იაპონიაში მოგზაურობა? რა მოგეწონათ აქ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ თქვენი ფიქრები კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: