მთავარი გასართობი 15 ცხოველი, რომელიც იმდენად იშვიათი სანახავია, რომ რთულია მათი არსებობის დაჯერება

15 ცხოველი, რომელიც იმდენად იშვიათი სანახავია, რომ რთულია მათი არსებობის დაჯერება

by Keti

მეცნიერების თანახმად, ჩვენი პლანეტა 8,7 მილიონი სახეობის მცენარისა და ცხოველის სახლია, გარდა ამისა, ხმელეთის 86% და ზღვის სახეობების 91% ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ. საოცარია, რომ ასობით წლის მანძილზე ჩატარებული ბიოლოგიური კვლევებიდან ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ცხოველების, ფრინველების, მწერებისა და თევზების ახალი სახეობების ძებნას და პოვნას. ზოგიერთი მათგანი იმდენად უნიკალურია, დაჯერებაც გაგიჭირდებათ, რომ ჩვენ და მათ საერთო პლანეტა გვაქვს. როგორც ჩანს, ბუნება არასდროს შეწყვეტს ჩვენი წარმოსახვის გამოწვევას და ჩვენს გაოცებას თავისი კრეატიულობით.

ჩვენ დღეს გაჩვენებთ რამდენიმე უნიკალურ ცხიველს, რომლებიც ისე საოცრად გამოიყურებიან, რომ სუნთქვა შეგეკვრებათ!

1. გაიცანით ცილინდრული თვალების მქონე თევზი, რომელსაც თან გამჭვირვალე თავი აქვს. ის არაჩვეულებრივია!

2. ვეშაპთავა ყანჩა თავისი დასახელებისა და თავის ფორმიდან გამომდინარე საკმაოდ ქარიზმატულადაც გამოიყურება.

3. ეს არის ცხენის ჯიში სახელად აპალოსა, რომელიც ძალიან პოპულარულია აშშ-ში. ეს ჯიში გამოირჩევა განსაცვიფრებელი ფერთა შეხამებით, თითქოს ზღაპრის პერსონაჟი იყოს.

4. გინახავთ ოდესმე მფრინავი ლემური? ეს მცოცავი არსება მეგობრულად გამოიყურება, არა?

5. სამეფო მატლის მჭერებს შეუძლიათ ფერადი ბიბილოებით იტრაბახონ, ეს მათ განსხვავებულ ,,ჩაქუჩთავა’’ გარეგნობას აძლევს.

6. ეს ყვავილების კვირტებია თუ სოკოები? გაიცანით უმბონია სპინოზა: ეკლის ფორმის ხოჭო, რომელიც უცხოპლანეტელს ჰგავს.

7. თევზების მჭერი მწერი საშიშად გამოიყურება. დამჭერი მას უკანა მხარეს აქვს და შეუძლია თავდამსხმელი დაჭრას.

8. ვინ არის ეს კომიკური ქმნილება შეშლილის თვალებით? ეს არის ჩოქელა კრევეტი, ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი არსება.

9. ეს ლურჯი ფერი რაღაც დაუჯერებელია!

10. წითელი სახე მოკლეკუდიანი მაიმუნის განმასხვავებელი ნიშანია!

11. ჟირაფი ცხვირგრძელა – ეს სახელი მან გრძელი კისრის გამო მიიღო.

12. პლედის მსგავსი რვაფეხა ბუნების ნამდვილი შედევრია! უბრალოდ შეხედეთ ამ ფერად ,,საბანს’’.

13. არ შეგეშინდეთ, ეს ვარდისფერი ზღაპრული არმადილია. ახლოდან თუ შეხედავთ, კიდევ უფრო საყვარელია.

14. ეს შავი ხვლიკი სიურეალისტურ არსებას ჰგავს.

15. წითელტუჩა ღამურათევზი ტუჩსაცხების კონკურსში უდავოდ გაიმარჯვებდა! ის დიდებული სანახავია!

რომელი ცხოველი მოგეწონათ ყველაზე მეტად? გინახავთ აქამდე ისეთი არსება, რომელზეც ეჭვიც კი შეგპარვიათ – ამ პლანეტიდან იყო თუ არა? გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, ხოლო ამ ლამაზი არსებების ფოტოები თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: