მთავარი კულინარია რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ შესანიშნავი არაბული რძიანი ნამცხვარი

რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ შესანიშნავი არაბული რძიანი ნამცხვარი

by Keti

რძიანი ნამცხვარი, ერთი შეხედვით, მარტივად მზადდება, თუმცა მას ჩვეულებრივი გემო არ აქვს. ეს აღმოსავლური ტკბილეულობა ადვილი მოსამზადებელია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ხრიკებს, შედეგად კი ყველა სტუმრის ქებას მიიღებთ!

ჩვენ გთავაზობთ რძიანი არაბული ნამცხვრის დამზადებას – მისი სეროფი იმდენად ტკბილია, რომ ვერც დაიჯერებთ, როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ბისკვიტს ამდენი სითხის შეწოვა. ეს არის ძალიან სველი, რბილი და ნოყიერი ნამცხვარი, რომელიც მანისგან მზადდება და განსაკუთრებით უხდება ჩაის.

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 4 ს. კ. მანი
  • ერთი ს. კ. სახამებელი
  • 6 ჭიქა რძე
  • ერთი ს. კ. კარაქი
  • 260 გ შაქარი
  • 6 ს. კ. ფქვილი
  • 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ერთი ჩ. კ. ვანილის შაქარი
  • 70 გ ნუშის ფანტელები

მომზადება

1. ჩართეთ ღუმელი და გაახურეთ 180 გრადუსზე. მიქსერის დახმარებით ათქვიფეთ კვერცხი, 3 ს. კ. შაქარი 5 წუთით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. დაამატეთ მანი, 4 ს. კ. ფქვილი, გამაფხვიერებელი და ფრთხილად აურიეთ. ჩაასხით მასა კარაქწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელის შუა განყოფილებაზე 25 წუთით, სანამ ოქროსფერი გახდება.

3. სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ სველი მასა. გააცხელეთ ერთი ჭიქა რძე 110 გ შაქართან და ვანილთან ერთად. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ 2 ჭიქა ცივი რძე და აურიეთ. თანაბრად დაასველეთ მზა ბისკვიტი.

4. დიდ თასში შეურიეთ 2 ს. კ. ფქვილი და სახამებელი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი რძე და აურიეთ კარგად. დანარჩენი 2 ჭიქა რძე შეათბეთ ვანილთან, 3 ს. კ. შაქარსა და ერთ ს. კ. კარაქთან ერთად. დაამატეთ რძის მასას სახამებლის ნარევი და ხარშეთ გასქელებამდე.

დაასხით ცხელი კრემი სველ ნამცხვარს და დააყოვნეთ გასაშრობად. მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნუშის ფანტელები, სანამ გაყავისფრდება და მოაყარეთ ნამცხვარს ზემოდან.

უმჯობესია დესერტი 2-3 საათით შეინახოთ მაცივარში და ზემოდან დააფაროთ ფოლგა, ასე უკეთ გაგრილდება. ნუშის ფანტელების ნაცვლად შეგიძლიათ 100 გ ქოქოსის ფანტელების გამოყენება, რომლებიც ასევე უნდა მოხალოთ.

გაუზიარეთ ეს უგემრიელესი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: