მთავარი ადამიანები თქვენი თვალის ფერის შეცვლა შესაძლებელია. აი, 7 მიზეზი, რაც ცვლის მას.

თქვენი თვალის ფერის შეცვლა შესაძლებელია. აი, 7 მიზეზი, რაც ცვლის მას.

by Keti

არ აქვს მნიშვნელობა ყავისფერი თვალები გაქვთ თუ ლურჯი, ალბათ ყოველთვის გაინტერესებდათ, როგორი იქნებოდით, მაგალითად, მწვანე თვალები რომ გქონოდათ. მაგრამ მცირე ჩვენგანმა თუ იცის, რომ არსებობს უამრავი ფაქტორი, მათ შორის, საკვები და ემოციები, რასაც შეუძლია ჩვენი თვალის ფერადი გარსის შეცვლა.

ჩვენ გიამბობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს და მოგიყვანთ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს თვალის ფერი.

1. როგორ მოქმედებს განწყობა თვალის ფერზე

ნათელი ემოციები ჩვენი სხეულისთვის გარკვეული შოკია. როცა მხიარულებას განვიცდით, ჩვენი გულისცემა იცვლება, სუნთქვა ჩქარდება და რთულდება. ამასთან იცვლება თვალის ფერადი გარსიც. ის ხდებაა უფრო ინტენსიური, ზოგჯერ უფრო მუქი და ზოგჯერ უფრო ღია.

ყველაზე კაშკაშა ფერი ხშირად ადამიანებს განსაკუთრებული ბედნიერების მომენტებში აქვთ.

2. მელანინი და ასაკი

თუ ჩვილს თავიდან მონაცრისფრო ან მოლურჯო თვალები აქვს, შეიძლება ეს შეიცვალოს. ამას ხშირად ,,ცის ეფექტს ეძახიან”, როცა ნაკლები მელანინი გამოიყოფა და თვალი ღია ფერის რჩება – უმეტესად ლურჯის მსგავსი. თუ ბავშვს მელანოციტის დონე მაღალი აქვს, 3-18 თვემდე პერიოდში თვალი უფრო გაუმუქდება. ზოგჯერ თვალის საბოლოო ფერი 12 წლამდე არ არის ჩამოყალიბებული.

ბავშვები კი, ვინც ყავისფერი თვალით დაიბადა, ცვლილებებს არ განიცდიან და მათ ეს ფერი მთელი ცხოვრება რჩებათ. აღსანიშნავია, რომ მუქი თვალის მქონე ადამიანებს თვალის დაავადებები უფრო ნაკლებად ემართებათ.

3. უმი საკვების დიეტა და დეტოქსიკაცია

ალტერნატიულ მედიცინაში იმასაც ვარაუდობენ, რომ თვალის ფერი და შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობა ერთმანეთთან კავშირშია. ამ მიმდინარეობას ირიდოლოგია ჰქვია, თუმცა ეს არ არის კვლევაზე დაფუძნებული და ჯერჯერობით ფსევდომეცნიერულად ითვლება.

თუმცა ექიმები ირწმუნებიან, რომ საჭმლის მომნელებენ სისტემასა და თვალის ფერს მჭიდრო კავშირი აქვს. მათი თქმით ყოველი ადამიანის პიგმენტი უნიკალურია და ინდივიდუალურ ანალიზს ითხოვს. ამ მიმდინარეობის ექიმებს სწამთ, რომ ისპანახი თვალის ფერს უფრო კაშკაშას ხდის, თაფლი კი მას თბილ ტონებს აძლებს, ზღვის პროდუქტს რაც შეეხება, მათი მიღება თვალის ფერს უფრო ინტენსიურს და მკვეთრს ხდის. თვალის ფერზე ასევე მოქმედებს ზეითუნის ზეთი, ხახვი და თხილეული.

4. მაკიაჟი და ტანსაცმელიც ცვლის თქვენი თვალის ფერს

ქალებს ბევრად მეტი საშუალება აქვთ თვალის ფერის შესაცვლელად – მაკიაჟი, ტანსაცმელი, თმის ფერი და აქსესუარები. მაგალითად, ყავისფერი თვალების მქონე ქალებს შეუძლიათ ატარონ ოქროსფერი, ვარდისფერი და ღია მწვანე ფერის ტანსაცმელი, რა დროსაც თვალის გარსი უფრო ღია ფერის გახდება.

ლურჯი და მწვანე თვალების მქონე ქალებს მოუხდებათ ლურჯი, ზურმუხტისფერი და ფირუზისფერი, რათა თვალის ფერის სიკაშკაშე გაძლიერდეს. ნეიტრალური ფერები კი, როგორიც არის თეთრი, ნაცრისფერი და შავი, გამოკვეთავს თქვენს ბუნებრივ თვალის ფერს.

5. მზის სინათლე და საცხოვრებელი ადგილი

ყავისფერი თვალები დედამიწის მოსახლეობის 70%ს აქვს, მათ ყველა კონტინენტზე შეხვდებით – ავსტრალიიდან დაწყებული, ჩრდილოეთ ამერიკით დასრულებული. აზიაში, შუა აღმოსავლეთში, სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ ევროპაში ამ ფერის თვალი მოსახლეობის 95%ს აქვს.

ლურჯი თვალის მქონე ადამიანები ყველაზე მეტნი არიან ესტონეთში, დანიასა და ფინეთში. ეს გენეტიკური მკვლევარების ინფორმაციით, ეს მუტაციის შედეგია, რომელიც 6-10 ათასი წლის წინ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 2%ს აქვს მწვანე თვალები. ეს ფერი არის მელანინის ზომიერი რაოდენობისა და ყვითელ-ყავისფერი პიგმენტის კომბინაციის შედეგი. მწვანე თვალები ყველაზე გავრცელებულია ესპანეთში, ირლანდიაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ისლანდიასა და პაკისტანში. ყველაზე იშვიათი თვალის ფერი არის ყვითელი, რაც თვალში არსებული ლიპოქრომების პიგმენტის გამო ყალიბდება.

6. თქვენი თვალის ლაზერული განათება

ასეთი ოპერაციები მეტად სარისკოა და შესაძლოა სიბრმავის მიზეზიც გახდეს. 2011 წელს ექიმმა გრეგ ჰომერმა შექმნა ლაზერი, რომელსაც თვალის ფერის შეცვლა შეუძლია. ამ ხელსაწყოს დახმარებით მელანინის უჯრედები ნადგურდება და თვალის გარსი უფრო ღია ხდება. ასე რომ, ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ნაცრისფერი ან ლურჯი თვალები მიიღონ.

პროცედურა 20 წამს გრძელდება და საბოლოო შედეგი 2-4 კვირაშია თვალსაჩინო. ამ პროცესის გვერდითი მოვლენების უკე გასაგებად მეტი დრო და კვლევაა საჭირო. თუმცა ექიმი ამბობს: ,,შეგიძლიათ ეს პროცედურა მშვიდად ჩაიტაროთ, რადგან ამის გაკეთების უფლება ჩემს ქალიშვილსაც მივეცი.”

7. ქამელეონის თვალის ფერის მქონე ადამიანები

ზოგ ადამიანს თვალუს ფერი ეცვლება. ეს ფენომენი ჯერ სიღრმისეული კვლევებით არ შესწავლილა, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ ეს დაავადება არ არის, არამედ უნიკალური მახასიათებელია, რაც ძალიან ცოტა ადამიანს აქვს.

კვლევის თანახმად, თვალის ფერის ხშირი ცვლა კავშირშია ნერვული და ენდოკრინული სისტემის მუშაობასთან და მელანინის დონესთან. ქამელეონის თვალები რეაგირებს სტრესზე, რომანტიკულ ემოციებზე, დაღლილობასა და კლიმატზე.

ბონუსი: როგორები იქნებოდნენ სელებრითები განსხვავებული თვალის ფერით?

ჯულია რობერტსი

ანჯელინა ჯოლი

მონიკა ბელუჩი 

კრის ევანსი 

მეგან ფოქსი

ზაკ ეფრონი

ამანდა სეიფრიდი

თქვენ რომელი თვალის ფერს ისურვებდით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: